მომავლის ბუნებრივი რესურსები
- ეკონომიკა
- ივლისი 23, 2022
- 1492
რამაზ აბესაძე, პროფესორი
დედამიწაზე ბევრი რესურსი უკვე დეფიციტურია და მომავალში ამას
შეიძლება ტოტალური შედეგები მოჰყვეს. დედამიწა მიცავს ბუნებრივი
რესურსების შეზღუდულ რაოდენობას, რაც თანდთან ძლიერდება დროთა
განმავლობაში წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად. მაგალითად,
ინდუსტრიალიზაციამდელ საზოგადოებაში რესურსების შეზღუდულობა არ
შეიმჩნეოდა. იგი შესამჩნევი ხდება მას შემდეგ, რაც წარმოების მასშტაბები
იზრდება სულ უფრო ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კვალობაზე. ამ
პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობის რაოდენობის ზრდაც.
თანამედროვე ეტაპზე. კაცობრიობა დგას მომავლის რესურსების ძიების
აუცილებლობის წინაშე, ვინაიდან არცთუ შორეულ პერიოდში დედამიწის ბევრი
ბუნებრივი რესურსი ამოიწურება (მაგალითად, ისეთი არაგანახლებადი
რესურსები, როგორიცაა: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ლითონები და ა.
შ.).
მომავლის ბუნებრივ რესურსებად შეიძლება განვიხილოთ დედამიწის
განახლებადი რესურსები და ის რეურსები, რომლებიც ჯერ კიდევ ასათვისებელია
ან მისი მარაგები, პრაქტიკულად, ამმოუწურავია, ამიტომ მომავლის რესურსებს
მიეკუთვნება კოსმოსური რესურსებიც, რომელიც განახლებადი არაა, მაგრამ
აუთვისებელია და შეუზღუდავი რაოდენობითაა. ჯერჯერობით, მათი
ეკონომიკურად მისაღები ათვისებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები
მსოფლოსა არ გააჩნია, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური საქმიანობა მათ
ასათვისებლად.
დედამიწის განახლებადი ბუნებრივი რესურსებია: მზის რადიაცია; წყლისა და
ქარის ენერგია; ჰაერისა და წყლის სივრცე; კლიმატური; გეოთერმული;
ბიოლოგიური (ცხოველური, მცენარეული და საყოფაცხოვრებო წარმოშობის);
ტემპერატურათა სხვაობა ატმოსფეროსა და ოკეანეებს შორის; ოკეანეებისა და
ზღვების ტალღების, დინებების, მოქცევისა და მიქცევის, ზღვის წყლის
ტემპერატურული გრადიენტის ენერგია. საერთოდ, ასეთი დაყოფა პირობითია,
ვინაიდან განახლებადი რესურსიც შეიძლკება საბოლოოდ ამოიწუროს
(მაგალითად მზის ენერგია და მასთან დაკავშირებლი ენერგიის სახეები – ქარისა
და წყლის ენერგია ა. შ.), ხოლო ზოგიერთი ის რესურსი, რომელიც
არაგანახლებადად ითვლებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობითა
განახლებადი გახდეს. მაგალითად, რკინის რესურსი მისი შემცვლელების
გამოყენებისა და მისგან დამზადებული პროდუქციის ხელახალი გამოყენების
შედეგად, ნაწილობრივ განახლებად რესურსად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ
ენიჭება დიდი მნიშვნელობა „წრიულ“ ეკონომიკას.
დედამიწის განახლებადი და ამოუწურავი რესურსები
განახლებადი ენერგორესურსები¬დან ყველაზე მნიშვნელოვანია
ჰიდროენერგორესურსები. ადამიანი წყლის ბორბლების მეშვეობით უხსოვარი
დროიდან გამოიყენებდა წყლის ენერგიას. წყლის წისქვილები შემონახულია
დღემდე თითქმის უცვლელი სახით. მანუფაქტურული წარმოების ენერგეტიკულ
ბაზას წყლის ენერგია წარმოადგენდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ორთქლის
მანქანებმა შეავიწროვეს წყლის ბორბალი, მაგრამ ელექტროენერგიის შორ
მანძილზე გადაცემის აღმოჩენის შემდეგ, ჰიდროტურბინათა გამოგონების
შედეგად წყლის ძრავებმა კვლავ დაიბრუნა თავისი დაკარგული მნიშვნელობა.
მზე – გიგანტური თერმობირთვული რეაქტორი არის დედამიწაზე
ციცოცხლის წყარო, ვინაიდან ის უზრუნველყოფს ადამიანთა არსებობისათვის
საჭირო პირობებს ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის, იგი უზრუნველყოფს
კაცობრიობას, პრაქტიკულად, ენერგიის ყველა სახეობით. იგი ენერგიის
უზარმაზარი წყაროა, რომლის სიმძლავრე შეადგენს 4.1023 კვტ-ს, საიდანაც
დედამიწას მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი – 1014 კვტ ხვდება. დედამიწის
განათებულ ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ ერთი კვტ მზის ენერგია
მოდის, თუმცა, ეს მაჩვენებელიც ათჯერ აღემატება დაზვერილი მინერალური
სათბობის რაოდენობას და ათასჯერ მსოფლიო მოხმარების არსებულ
რაოდენობას. მზის ენერგიის გამოყენების საუკეთესო პირობები არსებობს
არიდულ (აშშ: ფლორიდა, კალიფორნია; იაპონია; ისრაელი; ავსტრალია; უკრაინა;
კავკასია; შუა აზია) ზონაში, სადაც მზის ნათების ხანგრძლივობა ყველაზე დიდია.
მზის ენერგია შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც სითბოს, ისე
ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. პირველი ჰელიო-მოწყობილობა
მსოფლიოში გამოჩნდა 1952 წლის 6 იანვარს. ამის შემდეგ გამოგონებული იქნა
ათასობით ჰელიოდანადგარი, დაწყებული უმარტივესი მადუღრებიდან,
უზარმაზარ (რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი) პარაბოლურ სარკულ
კონცენტრატებამდე (რომლის ფოკუსში ტემპერატურა 2500-3500°C აღწევს) და
მზის კოშკური სახის ელექტროსადგურებამდე, რომელთა სიმძლავრე
რამოდენიმე ათობით მგვტ-მდეა.
მზის ენერგიის გამოყენების მიხედვით მსოფლიოში ლიდერობენ: გერმანია,
იტალია, აშშ, ჩინეთი, იაპონია, მზის კონცენტრატების მიხედვით – ესპანეთი, აშშ,
ალჟირი, ეგვიპტე/მაროკო, ავსტრალია.
ქარის ენერგიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო ბუნებრივი
რესურსების საერთო ბალანსში. ქარის ენერგიით უძველესი დროიდან
სარგებლობენ. თავიდან იგი გამოიყენებოდა ნაოსნობაში, შემდეგ კი ადამიანის
კუნთოვანი ძალის შესაცვლელად. პირველად ქარის უმარტივესი ძრავა აიგო
ეგვიპტესა და ჩინეთში. ეგვიპტეში ახლაც შემონახულია ქარის წისქვილების
ნაშთები. XVIII საუკუნიდან ქარის ძრავებმა დიდი გამოყენება ჰპოვეს დასავლეთ
ევროპაში წყლის ამოსაღებად, თესლის დასამტვრევად და სხვადასხვა ჩარხის
მოქმედებაში მოსაყვანად. დღეისათვის ქარის ენერგიის გამოყენება ხდება
ელექტროენერგიის მისაღებადაც. სულ უფრო პერსპექტიულად ითვლება დიდი
სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურები ვერტიკალური ღერძით. ქარის
ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე მსოფლიოში თანდათან იზრდება.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ტურბინა, რომელიც ჰავაიში მდებარეობს, 20
სართულიანი შენობის სიმაღლისაა და მისი ფრთების სიგრძე სტანდარტული
ფეხბურთის სტადიონის ზომისაა. დღეს ქარის ენერგიის გამოყენების ერთერთი
ყველაზე წარმატებული ქვეყანაა დანია, სადაც ელექტროენერგიის 50%- სწორედ
ქარის ენერგიისგან მიიღება და 2035 წლისთვისmმაჩენებლის 84%-მდე გაზრდა
იგეგმება. ამჟამად აქ 1500-მდე ქარის ელექტროსადგურია. ქარის ენერგიის
ყველაზე ხელსარელი ადგილებია ჩრდილოეთის, ბალტიისა და არქტიკის
ზღვების სანაპიროები; ჩრდილოეთი ციმბირი; შორეული აღმოსავლეთი; რუსეთის
ევროპული ნაწილის სამხრეთი; უკრაინა. ქარის ენერგიის გამოყენების მიხედვით
მსოფლიოში ლიდერობენ – ჩინეთი, აშშ, გერმანია, ესპანეთი, ინდოეთი.
გეოთერმული ენერგია დედამიწის გულში არსებული ენერგიაა. დედამიწის
გული გავარვარებული მასაა, მისი სიმხურველე მზის სიმხურვალესაც კი
აჭარბებს, ეს სიმხურვალე და ენერგია დედამიწის ზედაპირზეც ამოიფრქვევა
ვულკანებისა და გეიზერების სახით. ამ ენერგიის გამოყენება, აბანოების
მოწყობის გარდა, სხვა დანიშნულებითაც გახდა შესაძლებელი. მსოფლიოში
ენერგიის 10% გეოთერმული ენერგიისგან მიიღება, გეოთერმული ენერგია
ჩვეულებრივ გამოიყენება გათბობისა და ელექტროენერგიის მიღებისათვის.
ისლანდიაში, სადაც ზამთარში მკაცრი პირობებია, გავარვარებულ ნიადაგსა და
ცეცხლოვან წყალზე დგას, შესაბამისად, აქ ქვეყნის გათბობის 87% და
ელექტროენერგიის 25% გეოთერმული ენერგიისგან მიიღება. გეოთერული
ენერგია დღეისათვის მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორისაა:
ისლანდია; იტალია; საფრანგეთი; უნგრეთი; იაპონა; აშშ; ახალი ზელანდია;
ჩრდილოეთ კავკასია (დაბალტემპერატურული თერმული წყლებით); იტალია;
აშშ (კალიფორნია), მექსიკა, ახალი ზელანდია; რუსეთი (კამჩატკა)
ზღვებისა და ოკეანის მიქცევისა და მოქცევის, დინებათა და ტალღების ენერგია
ამოძრავებს ტურბინებს, გენერატორებს და მიიღება ელექტროენერგია. ზღვის
ტალღების ენერგია არ არის დამოკიდებული ამინდზე. მოსახლეობისათვის
დამატებით სარგებელს წარმოადგენს ხიდები და გზები, რომლებიც სადგურის
მოსაწყობად იქმნება. ტალღების მოქცევითი ენერგიის წარმოების კარგი
პოტენციალი აქვთ საფრანგეთს, ინგლისს, კანადას და რუსეთს, რადგანაც
ენერგიის მიღების აღნიშნული საშუალება ჯერ კიდევ განვითარების საწყის
ეტაპზეა, მსოფლიოში არსებობს მხოლოდ 2 კომერციული ელეტროსადგური,
ერთი განთავსებულია საფრანგეთში, მეორე კი კანადაში, ასევე ერთი
ექსპერიმენტული სადგური მოქმედებს რუსეთში. მოქცევის ენერგიიდ
გამოსაყენებლად ყველაზე კარგი ადგილებია: ბრეტანი (საფრანგეთი); ლა-მანშის
სანაპირო; თეთრი ზღვა; ჩინეთის სამხრეთი; ფანდის ყურე (აშშ-სა და კანადის
სანაპირო); დიდი ბრიტანეთი; რუსეთი; კორეა; ინდოეთი; ავსტრალია; არგენტინა
და სხვ. დინებათა ენერგიისათვის: ჰავაი (აშშ); ნაურუ (იაპონია); ტაიტი
(საფრანგეთი); ბალი (ნიდერლანდები) ტალღების ენერგიისათვის: იაპონია და
ნორვეგია.
კაცობრიობამ პირველად სწორედ ბიომასის გამოყენება დაიწყო,
გასათბობად, საკვების მოსამზადებლად. ცხოველების შესაშინებლად
დანთებული კოცონი ბიომასის ენერგიის პრაქტიკული გამოყენება იყო. ბიომასის
ენერგიის გამოყენების მიხედვით, მსოფლიოში ლიდერობენ: – აშშ, ბრაზილია,
ჩინეთი, გერმანია, შვეცია.
ზღვის წყლის ტემპერატურული გრადიენტის ენერგია წარმოადგენს უდიდესი
პოტენციალის მქონე სითბოს ეფექტურ ცივ წყაროს. წყლის ტემპერატურა
სიღრმეში და ზედაპირზე განსხვავებულია და იგი მთელი წლის განმავლობაში
მუდმივია. მსოფლიოში ჰავაის ელექტროსადგური იყენებს კონცეფციას.
კლიმატური რესურსები განახლებადი რესურსებია. მათ მიეკუთვნება: სინათლე,
ტენიანობა, სითბო, ატმოსფერული ნალექები. ეს რესურსები განსაკუთრებულ
გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე, ამიტომ მათ აგროკულტურულ
რესურსებსაც უწოდებენ.
მიწის რესურსებიც განახლებადი რესურებია. დედამიწის ფართობი შეადგენს
510 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, აქედან ხმელეთი – 149 კვადრატული
კილომეტრია ეკონომიკურად სასარგებლო მიწის რესურსები შეადგენს 129-135
მილიონ კვადრატულ კილომეტრს, ანუ ხმელეთის 85-86,5%-ს (20 მილიონი კვ.
კმ. არქტიკასა და ანტარქტიდას უჭირავს), მათ შორის, დასამუშავებელ მიწებს –
11, ტყეს – 13, მინდვრებსა და საძოვარს – 23, ანთროპოგენურ ლანდშაფტებს – 3,
დაბალნაყოფიერ მიწებს 33% უკავია. მსოფლიოში საშუალოდ მოსახლეობის ერთ
სულზე მოდის 0,3 ჰა სახნავსათესი მიწები. საყურადღებოა, რომ მსოფლიოში
შეინიშნება სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობის შემცირება, მათი
სამშენებლო მიზნებისათვის გამოყენებისა და დეგრადაციის გამო.
მცენარეულ და ცხოველურ რესურსებს ადამიანებისათვის უდიდესი
მნიშვნელობა აქვს. დედამიწაზე ადამიანთან ერთად ყოველთვის არსებობდა
მილიონობით სხვა სახის ცოცხალი ორგანიზმები, მათ შორის, თბილსისხლიანი
ცხოველები, უხერხემლოები, მიკროორგანიზმები, დაბალი და მაღალი
მცენარეები. ადამიანები, ერთი მხრივ, იყენებდნენ ცოცხალ ორგანიზმებს, მეორე
მხრივ, ცვლიან მათი ბინადრობის ადგილს და გარკვეულ როლს თამაშობდნენ
მათი ზოგიერთი სახეობის განადგურებაში. დღეისათვის არსებული ცხოველს და
მცენარეს აქვს ადამიანის თანასწორი უფლება არსებობდნენ დედამიწაზე და
იყვნენ შენარჩუნებულნი, თვით უსარგებლონი. ისინი ავსებენ ბიოსფეროს.
მომავლის რესურსებია ასევე განახლებად რესურსებთან
დაკავშირებული რესურსები: სამშენებლო მასალები, მარილი, სასმელი წყალი,
ტყე, ჰაერი, სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები და პროდუქტები
(მიწა ნარგავები, შინაური ცხოველები და ფრინველები, ხილი, ბაღჩა-ბოსტნეული
და სხვ.)
რეკრიაციული რესურსები ის რესურსებია, რომელიც აკმაყოფილებს
ადამიანთა მოთხოვნებს დასვენებისა და ტურიზმის მიმართულებით. მისი
სახიობებია: ბუნებრივი (პარკები, პლაჟბი, მთის ლანდშაფტი, წყლის აუზები,
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები და სხვ) და ანთროპოგენური
(მუზეუმები, კულტურის ძეგლები, დასასვენებელი სახლები და სხვ.).
ზღვებსა და ოკეანეებზე დედამიწის გიდროსფეროს 96,5% მოდის. მათში
არის 75 დასახელების ელემენტი. მაშასადამა, აქ მინერალური რესურსების დიდი
მარაგია. ველაზე დიდი რაოდენობით მათში გახსნილია მარილები. შეიცავს
მანგანუმს, გოგირდს, ბრომს, ოქროს, ვერცხლს, სპილენძს, ურანს, და სხვა,
პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო ქიმიურ ელემენტს და წიაღისეულს. 1 კმ 3
შეიცავს 37 ტონა გახსნილ ნივთიერებას. ისინი ქიმიურ და ჰიდროლოგიურ
რესურსებთან ერთად ენერგეტიკულ რესურსებსაც ფლობენ ზღვის წყალში
გახსნილი საწვავი აირების – გოგირდწყალბადის, მეთანისა და პროპანის სახით,
რომელთა ჯამური რაოდენობა მეტად დიდია. მსოფლიოში შემუშავებულია
გოგირდწყალბადის ზღვის წყლიდან მიღების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ
ჯერჯერობით არც ერთი მეთოდი სრულყოფილი არ არის.
ოკეანეების შელფში განლაგებულია ნავთობისა და გაზის მსოფლიო
მარაგების ერთი მესამედი. ამჟამად ყველაზე აქტიური მოპოვება მიმდინარეობს
მექსიკის, გვინეის, სპარსეთის ყურეში და ჩრდილოეთის ზღვაში.
ოკეანის შელფი მდიდარია სამშენებლო მასალებით (ქვიშა, ხრეში, კირქვა
და სხვ.). ოკიანის ღრმა ვაკე ადგილები მდიდარია რკინა-მარგანეცის კონკრეციას.
ოკეანეები და ზღვები მდიდარია ბიორესურსებითაც, მასში ბინადრობს 140
000 სახეობის ცხოველური ორგანიზმი, რომელიც იყოფია სამ ჯგუფდ:
პლანკტონები – მცირე მოხეტიალე ორგანიზმები, რომელთა დანახვა
შესაძლებელია მხოლოდ მიკროსკოპებით, გამოიყენება საკვებად, ტექნიკური
ნედლეულის მისაღებად და სამედიცინო დანიშნულებით; ნექტონები –
აქტიურად მცურავი ორგანიზმები მათ მიეკუთვნება: თევზები, კუ, პინგვინები,
წყლის გველები, ბენტოსები გამოიყენება საკვებად.
ცალკეული ქვეყნები ადგენენ ხერხებს და სამართლებრივ ნორმებს დედამიწის
პოლარული რაიონებიდან (არქტიკა და ანტარქტიდა) სასარგებლო წიაღისეულთა
მოპოვებისათვის. გაერომ გამოსცა საინფორმაციო ბროშურა – “ზღვის ფსკერის
ათვისების ტექნოლოგიები”. თუ მეოცე საუკუნეში ითვლებოდა, რომ ზღვის
ფსკერზე რესურსების მოსაპოვებლად სამუშაობი იგივე სირთულის იყო, როგორც
მთვარეზე, დღეს უკვე ასეთი სამუშაოები წარმატებით მიმდსინარეობს.
ატომური ენერგია გამოიყენება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად
ატომურ ელექტროსადგურებში (აეს), ატომურ წყალქვეშა ნავებზე და ატომურ
ყინულმჭრელებზე. არსებობს ცდები კოსმოსურ თანამგზავრებში ატომური
ენერგიის გამოსაყენებლად. გამომუშავებული ენერგიის მიხედვით
განასხვავებენ: ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც გამოიმუშავებს მხოლოდ
ელექტროენერგიას; ატომურ თბოელექტროცენტრალს, რომელიც გამოიმუშავებს
როგორც ელქტრი-, ისე თბოენერგიას; თბომომარაგების ატომური სადგური.
რომელიც გამოიმუშავებს მხოლოდ თბოენერგიას. მეოცე საუკუნეში ატომუტი
ენერგიის გამოყენება სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ მსოფლიოში მომხდარმა
კატასტროფებმა მისი მოხმარება შეამცირა. მაგრამ, არ არის გამორიცხული
მომავალში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში, მისი მოხმარება
გაიზარდოს, ვინაიდან იგი პრაქტიკულად ენერგიის ამოუწურავი წყაროა.
კოსმოსის ათვისების პირველი ნაბიჯები
პირველად კოსმოსში გაშვებული იქნა ხელოვნური თანამგზავრი «Спутник-1»
საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელის 4 ოქტომბერს. შემდეგ იევ საბჭოთა კავშირის
მიერ 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში პირველად გაყვანილი იქნა ადამიანი –
იური გაგარინი, რის შემდეგაც დაიწო პილოტირებული ხომალდების გაშვება
კოსმოში. მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი ასტრონავტების – ნილ არმსტრონგისა
და ბაზა ოლდრინის მთვარეზე გადასვლა 1969 წლის 12 აპრილს. 1971 წლის 19
აპრილს დედამიწის ორბიტაზე გაყვანილ იქნა საბჭოთა სადგური «Салют-1»,
რომელმაც დასაბამი მისცა ადამიანთა ხანგრძლივ ყოფნას კოსმოსში და
მრავალფეროვანი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას. დასაწყისი მეტად რთული
იყო, ბევრმა ექსპედიციამ განიცადა მარცხი, ამიტომ თავიდან კერძო კომპანიები
ამ რისკზე არ მიდიოდნენ. ამჟამად დედაქმიწის გარშემო ბრუნავს 5000-მდე
თანამგზავრი, რომლებიც ეწევიან მრავალფეროვან მომსახურებას და ამით,
უმთავრესად, დაკავებულები არიან კერძო კომანიები.
ბოლო წლებში არაეთმა კომპანიამ გამოთქვა, კოსმოსში რესურსების
მოპოვების მიზნით, ტექნოლოგიების შექმნის სურვილი. მაგალითად,
კომპანიებმა – “Planetary Resources” და “Deep Space Industries” (DSI).
პირველმა 2015 წელს გაუშვა საკვლევი ზონდები, 2025 წლისათვის სარაკეტო
საწვავის მოპოვების მისიით. DSI კი გეგმავს უკვე სრულყოს ტექნოლოგიები და
უშუალოდ ასტეროიდზე მოიპოვოს ლითონები.
კომპანია “Planetary Resources”, ცნობილი იყო როგორც “Arkyd
Astronauticss”, რომელიც დაარსდა 2009 წელს და რომლის რეორგანიზაცია და
სახელის გამოცვლა მოხდა 2012 წელს. მისი მიზანია გაფართოვდეს დედამიწის
ბუნებრივი რესურსების ბაზა ასტეროიდების რესურსების მოპოვების
ტექნოლოგიების შემუშავებისა დანერგვის გზით. პირველ რიგში, საქმე ეხება
მცირე, იაფი კოსმოსური ტელესკოპების შექმნას დედამიწასა და ასტეროიდებზე
დაკვირვების მიზნით. ამჟამად ხომალდები დედამიწასთან კავშირისათვის
გამოიყენებენ ლაზერულ-ოპტიკურ სისტემას. იგი ამცირებს დანახარჯებს
ჩვეულებრივი რადიოსიხშირულ ანტენებთან შედარებით. კომპანიამ კოსმოსში
გაუშვა ორი საცდელი სადგური – "Arkyd 3 Reflight” (2015) და “Arkyd 6” (2018).
უკვე შექმნილია პირველი კერძო კოსმოსური ტელესკოპი – "Leo”. კომპანია
აგრძელებს მუშაობას ისეთი საბოლოო ტექნოლოგიების შექმნაზე, რომელთა
მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ასტეროიდებზე როგორც წყლის, ისე
ლითონების მოპოვება.
კოსმოსური ბუნებრივი რესურსები
კოსმოსური რესურსებიდან აღსანიშნავია ციურ სხეულებზე (მთვარე, მარსი,
ასტეროიდები, მეტეორები და სხვ.) არსებული რესურსები. კოსმოსში
შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ლითონები, გაზები და წყალი. წყალი
გამოყენება ივარაუდება ორბიტულ სადგურებზე მუშაობის დროს, ასევე მისი
წყალბადად და ჟანგბადად გაყოფისას – საწვავად რეაქტორებისათვს. გაზების
გამოყენება კი მისანშეწონილია გამოვიყენოთ დედამიწაზე. ლითონებიდან
კოსმოსში შეიძლება მოვიპოვოთ: ტიტანი, ნიკელი, რკინა, პლატინა, კობალტი
და სხვ. კოსმოსში დაბალი გრავიტაციის გამო მუშაობა ძნელი და საშიშია, თუმცა,
მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონე იძლევა იმედს,
რომ არც თუ შორეულ მომავალში, ეს ამოცანა წარმატებით იქნეს გადაწყვეტილი.
ალბათ, კოსმოსში სამუშაოს რობოტები შეასრულებენ. დედამიწაზე რესურსების
ჩამოტანას კი უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები მოახდენენ. სიშორის
გამო, უპირველეს ყოვლისა ათვისებული იქნება უახლესი ციური სხეულები.
თუ ადრე კოსმოსში ობიექტების გაშვება მილიარდობით დანახარჯთან იყო
დაკავშიურებული, დღეს იგი მხოლოდ მილიონობით გამოისახება და მომავალში
კიდევ უფრო შემცირდება.
ასტეროიდების რესურსები
დღეისათვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე მიმზიდველია
ასტეროიდები. ცნობილი ასტეროიდებიდან უმეტესობა არის ნახშირბადოვანი, C
კლასის, ისინი შეიცავენ წყალს და ამდენად წარმოადგენენ დიდ წყაროს
კოსმოსში საწვავის მისაღებად და იქვე გამოსაყენებლად, რაც გაზრდის კოსმოსში
მისიის ყოფნის დროს და შესაძლებელს გახდის ღრმა კოსმოსის შესწავლას. სხვა
S და M კლასის ასტეროიდები შეიცავენ შესაბამისად მაგნიუმის სილიკატს და
ლითონის შენადნობებს (ნიკელი, რკინა, მანგანუმი, ძვირფასი ლითონები),
თითქმის, შენარევების გარეშე. Pპირველი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
მშენებლობისათვის კოსმოსში, ხოლო მეორე რესურსების მოსაპოვებლად.
წინასწარი შეფასების მიხედვით, M კლასის ტიპიური ასტეროიდი დიამეტრით 1
კმ შეიცავს 30 მილიონ ტონა ნიკელს, 1,5 ტონა კობალტს, 7,5 ტონა პლატინას
(საერთო ღირებულებით 150-200 მილიარდი დოლარი). ასეთი ასტეროიდების
რაოდენობა მზის სისტემაში დაახლოებით 3 მილიონია. ბევრი აქედან იმყოფება
მიღწევადობის საზღვრებში და გარკვეული პერიოდულობით გაივლიან
დედამიწასთან ახლოს.
ასტეროიდები ფლობენ რესურსების კოლოსალურ რაოდენობას.
ქონდრიტული ასტეროიდი, რომლის დიამეტრია 7 მეტრია, შეიცავს 100 ტონა
წყალს. ლითონური ასტეროიდი, რომლის დიამეტრია 24 მეტრია შეიცავს 33 000
ტონა ლითონს. ერთი პლატინით მდიდარი ასტეროიდი სიგანით 500 მეტრი
შეიცავს 174-ჯერ მეტ ამ ლითონს, ვიდრე, მოიპოვებენ დედამიწაზე ერთი წლის
განმავლობაში. ასტეროიდი „ფსიხეა“ შეიცავს 1,7⋅1019 კგ რკინა-ნიკელის მადანს,
რაც ათასჯერ აღემატება მის მარაგებს დედამიწაზე და რომელიც კაცობრიობას
ეყოფოდა რამდენიმე მილიონ წელს მოხმარების გაზრდის შემთხვევაშიც კი.
ასტეროიდებზე შეიძლება შევხვდეთ აზოტს, ნახშირჟანგს, ნახშირორჟანგს,
მეთანს და სხვ. ლითოინები შესაძლებელია პირდაპირ იქნეს გამოყენებული
კოსმოსური ობიექტების ასაგებად.
აღსანიშნავია, რომ რესურსები ამ კოსმოსურ სხეულებში განლაგებულია
თანაბრად და არა მათ ცენტრში, როგორც დედამიწაზე, რაც აიოლებს მათ
მოპოვებას. ამჟამად, უპირველეს ყოვლისა, დღის წესრიგში დგას იშვიათი
ლითონების მოპოვების საკითხი.
ასტეროიდები წარმოადგენენ მზის სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ
დარჩენილ საწყის მასალას. ასტეროიდები მიმობნეულია ყველგან: მათი
უზარმაზარი რაოდენობა თავმოყრილია იუპიტერსა და მარს შორის, რომლებიც
წარმოქმნიან ასტეროიდულ სარტყელს. ისინი ასევე გაივლიან დედამიწის
ორბიტასთან ახლოს, რომელთა რიცხვი 9000-ს აღემატება. ამათ გარდა არსებობს
1500 ასტეროიდი, რომლებამდეც მიღწევა, შედარებით იოლია. ასტეროიდებზე
განლაგებულ წიაღისეულთა კონცენტრაცია უმეტესწილად იგივეა, რაც
დედამიწის უმდიდრეს საბადოებზე. მათი გამოყენება დედამიწაზე დიდად
შეუწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანთა კეთილდღეობის
ამაღლებას.
ასტეროიდები წარმოადგენენ მცირე ზომის ციურ სხეულებს, რომლებიც
დედამიწის მსგავსად ბრუნავენ მზის გარშემო. სიმცირის გამო, მათ აქვთ სუსტი
გრავიტაციული ველი. წარმოშობა ასტეროიდებისა და პლანეტების ერთი და
იგივეა, ამიტომ მათზე შეიძლება აღმოვაჩინოთ იგივე ელემენტები, რაც
დედამიწაზე. ასევე თუ პლანეტებზე ლითონები იმყოფებიან ბირთვში,
ასტეროიდებში ის შეიძლება ვიპოვოთ პირდაპირ ზედაპირზე. ასტეროიდებზე
ნებისმიერი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის აუცილებელია
კოსმოსური აპარატები, რომლებიც მიაღწევენ მათ, ასევე რობოტოზირებული
მოწყობილობა, რომელიც სამუშაოს შეასრულებს ასტეროიდზე. ასტეროიდებამდე
მიღწევა უკვე შესაძლებელია და განხორციელდა კიდევაც იაპონური «Хаябуса-1»-
ის მიერ, რომელმაც დედამიწაზე ჩამოიტანა სინჯები. მაგრამ ეს კოსმოსური
მისიები ჯერჯერობით ძალიან ძვირია. აპარატის ღირებულება, რომელიც
ახლომდებარე ასტეროიდიდან ჩამოიტანს 50 გრამ სინჯს ჯდება 1 მილიარდი
დოლარი. ასეთ აპარატებს მოეთხოვება: შეძლებისდაგვარად მცირე მასა; მზის
ენერგიაზე დაფუძნებული ელექტროკვება; ავტომატიზაციის მაღალი დონე;
სამუშაოების წარმოება თითქმის უწონობის მდგომარეობაში. ამიტომ
ასტეროიდებიდან ლითონების ტრანსპორტირება იოლია, მაგრამ არსებობს
მინერალებისა და მოწყობილობების ზედაპირიდან მწყვეტის საშიშროება.
ასტეროიდიდან ნედლეულის მოპოვების ღირებულების შესმცირებლად უნდა
განხორციელდეს: უშუალოდ მოპოვების ადგილზე რესურსების გამოყენების
ტექნოლოგიების დანერგვა. მაგალითად, მზის ბატარიების მეშვევებით წყლისგან
წყალბადისა და ჟანგბადის მიღება და აპარატის უკან დაბრუნება მიღებული
საწვავით. პილოტირებული აპარატის შემთხვევაში წყალბადი და ჟანგბადი
გამოყენებული იქნება ეკიპაჟისთვისაც; ასტეროიდზე რობოტების მიერ
პროდუქციის წარმოება; რაკეტების ძრავათა გაიაფება და სხვ.
პირველი კონტაქტი ასტეროიდებთან მოხდა 1991 წელს, როდესაც
იუპირერისაკენ მფრინავი აპარატი “გალილეო” მიუახლოვდა ასტეროიდს
“გასპრას”. Mმას შემდეგ ცოდნა ასტეროიდებზე, კოსმოსში სხვადასხვა
ექსპედიციის გამო, კიდევ უფრო გაიზარდა.
ასტეროიდებს, რომლებიც მზიდან დაშორებულია 0,983-1,3
ასტრონომიული ერთეულით, უწოდებენ დედამიწის მახლობელ ასტეროიდებს.
არსებობს მათი 3 ჯგუფი: ატონები, აპოლონები და ამურები. პირველი არის
ასტეროიდები რომელთა ორბიტა დედამიწის ორბიტას კვეთს შიგნიდან, მეორე –
გარედან და მესამე, რომლებიც იმყოფებიან დედამიწის ორბიტის გარეთ.
ასტეროიდებს, რომლებიც მზიდან დაშორებულია 0,983-1,3
ასტრონომიული ერთეულით, უწოდებენ დედამიწის მახლობელ ასტეროიდებს.
არსებობს მათი 3 ჯგუფი: ატონები, აპოლონები და ამურები. პირველი არის
ასტეროიდები რომელთა ორბიტა დედამიწის ორბიტას კვეთს შიგნიდან, მეორე –
გარედან და მესამე, რომლებიც იმყოფებიან დედამიწის ორბიტის გარეთ.
პირველი კონტაქტი ასტეროიდებთან მოხდა 1991 წელს, როდესაც
იუპიტერისაკენ მფრინავი აპარატი “galileo” მიუახლოვდა ასტეროიდს “gaspra”-ს..
მას შემდეგ ცოდნა ასტეროიდებზე, კოსმოსში სხვადასხვა ექსპედიციის გამო,
კიდევ უფრო გაიზარდა. პირველი ასტეროიდი, რომელზედაც დაეშვა NASA-ს
ხომალდი, იყო „433 eros“-ი, 2000 წელს ხომალდმა დატოვა ასტეროიდი და 2001
წელს დაბრუნდა დედამიწაზე. 2000 წელს იაპონური «Hayabusa» დაეშვა
ასტეროიდ „25143 itokava“-ზე, მაგრამ მოწყობილობები ვერ აამოქმედა. NASA-ას
მისია „OSIRIS-Rex“ 2016 წელს გაემგზავრა დედამიწის ახლო ასტეროიდზე,
სახელად „Bennu“ და 2023 წელს პატარა ნიმუშს დაუბრუნებს დედამიწას
შესასწავლად.
მთვარე
თავდაპირველად მთვარრეზე დაკვირვების ერთადერთი მეთოდი იყო მასზე
ვიზუალური დაკვირვება. Pპირველი ხელოვნური თანამგზავრი «Луна-3»
საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებული იქნა 1959 წელს რამაც დასაბამი მისცა
მთვარის ათვისებას ავტომატური და პილოტირებული საფრენენი აპარატების
მეშვეობით, 1969 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, განხორციელდა
თანამგზავრზე პირველი ადამიანის გადასმა (შემდეგ კიდევ განხორციელდა
მთვარეზე ადამიანის მეორე (1969), მესამე (1971), მეოთხე (1971), მეხუთე (1972),
მეექვსე (2072) გადასმა). შემდეგი ექსპედიციების შედეგად დედამიწაზე საბჭოთა
კავშირის მიერ ჩამოტანილი იქნა 324 გრამი, ხოლო ამერიკის შეერთებული
შტატების მიერ – 380 გრამი მთვარის გრუნტი. შემდეგ მთვარის შესწავლას
იწყებენ კერძო კომპანიებიც.
მთვარეზე აღმოჩენილია ვერცხლი, ვერცხლისწყალი და სპირიტი, ვარაუდობენ,
რომ გარდა ამ ნივთიერებების არის სხვა შენაერთები და ელემენტები, ასევე
აღმოჩენილია დიდი მოცულობის წყლის ყინული.
მთვარე შეიძლაბა გამოყენებული იქნეს: დედამიწისა და ახლო კოსმოსური
სივრცის შესასწავლად; დედამიწაზე კლიმატის დინამიკაზე დასაკვირებლად;
ბუნებრივი რესურსების შესასწავლად; დედამიწასთან ახლოს მდებარე
პლანეტებზე დასაკვირებლად; კოსმოსური ხომალდების ნავიგაციის
ხელშესაწყოფად; მასზე არსებული სანედლეულო და ენერგეტიკული
რესურსების ასათვისებლად. მთვარე შეიძლება გახდეს კოსმოსური რესურსების
უპირველესი წყარო. მთვარეზე აღმოჩენილია: ჟანგბადი, სილიციუმი, რკინა,
ტიტანი, ალუმინი, მანგანუმი, კალციუმი, ქრომი. პრაქტიკულად, მენდელეევის
ცხრილის ყველა ელემენტი. 105 მ 3 მოცულობის საუკეთესო კარიერზე
შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს 40000 ტონა სილიციუმი და 9000 ტონა ტიტანი.
შესაძლებელია მიღებული იქნეს წყალბადი, ჟანგბადი. ჰელიუმი და სხა აირები.
მრავალ ადგილზე არის ზედაპირები ტიტანის მაღალი შემცველობით. მთვარის
გრუნტი შეიცავს სამშენებლო მასალებს, რომელთაგან შეიძლება მივიღოთ:
ბეტონი, მინა, კერამიკა და სხვ. მთვარის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი
არის წყლის ყინული, რაც ხელს შეუწყობს მთვარეზე დასახლების შექმნას,
რაკეტების საწვავის წარმოებას. ენერგეტიკის საფუძვლად მთვარეზე გამოდგება
მზის ენერგია (მთვარეზე არის საუკეთესო პირობები მზის ენერგიის
გამოსაყენებლად, ატმოსფეროს არ არსებობის გამო), მზის ელექტროსადგურების
სახით. მთვარეზე წარმოებული ელექტროენერგიის გადმოცემა შესაძლებელი
იქნება ლაზერული ტექნიკის გამოყენებით ედამიწაზე. გამართლებული იქნება
დედამიწაზე იშვიათი ლითონებისა და გადამუშავებული პროდუქციის
მოწოდება, რაც შეამცირება დანახარჯებს და ეკოლოგიურ დაწოლას. თანდათან
ხდება მთვარეზე მოპოვებული მასალების ბაზრის ფორმირება. ყველაზე მეტად
ინტერესდებიან ირიდიუმით, ოსმიუმით, პალადიუმით, პლატინით და სხვ.
დედამიწაზე თერმობირთვული რეაქტორებისათვის გამოდგება მთვარეზე
გავრცელებული ჰელიუმ-3, თუმცა, ასეთი რეაქტორი ჯერ არ შექმნილა.
მარსი
მზიდან დაშორების მიხედვით მარსი მეოთხე პლანეტაა (მერკურის, ვენერისა და
დედამიწის შემდეგ). მისი მასა დედამიწის მასის მხოლოდ 10,7%-ს შეადგენს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარსზე ოდესღაც იყო მკვრივი ატმოსფერეო.
ამჟამად მარსზე არის ატმოსფერო, მაგრამ გაიშვიათებული და მშრალი, რაც
შეუთავსებელია სიცოცხლისათვის. მარსზე არის ხმელეთიც, მაგრამ დედამიწის
არქტიკული უდაბნოს მსგავსი. მარსზე საერთაშორისო ავტომატური
სადგურების გაშვება დაიწყო 1960 წლიდან. მას შემდეგ გამუდმებით
მიმდინარეობს მარსზე დაკვირვება როგორც თანამგზავრების ორბიტიდან, ისე
უშუალოდ მისი ზედაპირიდან.
დღის წესრიგში დგას მარსზე ჟანგბადის მოპოვების საკითხი. მისი ატმოსფერო
შეიცავს 95% ნახშირჟანგს (CO 2 ), რომლი დაშლით მიიღება ჟანგბადი (O 2 ) და
ნახშირბადის ოქსიდი (CO), ხოლო ნახშირბადის ოქსიდისგან ჟანგბადი და
ნახშირბადი (C). აქვე შეიძლება დამზადდეს საწვავი უკან დასაბრუნებლად.
ამჟამად აეროკოსმოსური სააგენტო NASA მუშაობს პროექტზე, რომლის
განხორციელება საშუალებას მისცემს ადამიანებს იცხოვრონ და იმუშაონ მარსზე.
მაგრამ ყველაფრის გამოცდა ჯერ მოხდება მთვარეზე და შემდეგ მარსზე,
საფრთხეების თავიდან აცილების გამო. მარსის ზედაპირზე კოროზიული
მინერალების (რომელიც პლანეტას აძლევს წითელ შეფერილობას) ქვეშ
განლაგებულია სქელი ფენა სილიციუმისა და ჟანგბადის სტრუქტურების,
რომელიც შეერთებულია რკინას, ალუმინსა და მანგანუმთან. მასალების
მოპოვება მეტად რთულია ვინაიდან მარაგები და სტრუქტურა ამ
ნივთიერებებისა იცვლება პლანეტის სხვადასხვა სივრცეში. ეს კიდევ უფრო
რთულდება მარსის მცირე გრავიტაციული ველით. დღემდე მარსზე არაერთი
მავალი მისია იქნა გაშვებული. მაგალითად “Curiosity”, რომელიც წითელ
პლანეტაზე დაჯდა 2012 წელს. 2020 წელს მარსზე გაშვებული იქნა “Mars 2020”
სანამ დაიწყბა მარსის კოლონიზაცია გადასაჭრელია ბევრი ტექნიკური ამოცანა.
იუპიტერი
საერთოდ კოსმოსისა და, კერძოდ, მზის სისტემის შესწავლისათვის დიდი
მნიშვნელობა აქვს პლანეტების შესწავლას. მარსის შემდეგ დაიწყო იუპიტერის
გამოკვლევა ავტომატური კოსმოსური აპარატების გამოყენებით.
იუპიტერი არის მე-5 პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ის არს აირადი
გიგანტი. იგი მარსისაგან გამოყოფილია ასტეროიდების ქამრით. დედამიწიდან
იუპიტერამდე მანძილი იცვლება 588-დან 967 მილიონ კმ-მდე. ყველაზე
აღიარებული მოდელის მიხედვით ის შედგება ატმოსფეროს (რომლის წნევა ზედა
ფენებში 1 ატმოსფეროა, ხოლო სიღრმეში 22 ატმოსფერო), ლითონური
წყალბადისა და ქვის ბირთვისაგან. მისი რადიუსი 11-ჯერ მეტია დედამიწის
რადიუსზე, მასა კი 317-ჯერ. ატმოსფერო შედგება მოლეკულური წყალბადისა და
ჰელიუმისაგან.
1972 წელს НАСА-ს მიერ გაშვებული იქნა პირველი ზონდი – “Pioneer 10” 1973
წელს მან ახლოს ჩაუარა იუპიტერს. გადაიღო მისი სურათი, პირველად
გადალახა ასტეროიდების ქამარი, აღმოაჩინა მტვრის ქამარი იუპიტერის ახლოს.
შედეგად მიღებული იქნა მონაცემები ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ,
დაზუსდა პლანეტის მასა, მოხდა მაგნიტური ველის განსაზღვრა, ასევე
დაზუსტდა იუპიტერის 4 დიდი თანამგზავრის სიმკვრივე. ზონდმა პირვლად
დაძლია მზის სისტემა და, ალბათ, ახლაც აგრძელებს გზას ვარსკვლავ
ალდეარანის მიმართულებით. 2018 წელს იუპიტერის შესასწავლად კიდევ
გაშვებული იქნა 6 მისია. მათ მიერ გადმოცენული ინფორმაციის თანახმად
აღმოჩენილი იქნა წყლის ყინული (იუპიტერის თანამგზავრ „ევროპაზე“).
იუპიტერის ზედაპირზე ხომალდის (მით უმეტეს, პილოტირებულის) დაჯდომა
შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მის თანამგზავრზე, “კალისტოზე”.
Aამიტომ, განიხილება მასზე ბაზის მშენებლობის საკითხი. 1997 წელს
შემუშავებული იქნა გეგმა – “Artemis”, რომლის მიხედვითაც უნდა
განხორციელდეს აღნიშნულ თანამგზავრზე კოლონიის მოწყობა და სხვა.
ყველა ზემოთ აღნიშნულ მიზანდასახულებათა განსახორციელებლად საჭიროა
მთვარეზე შესაბამისი ინფრასტრუქტური შექმნა, მათ შორის, კვლევითი
სამუშაოების ჩასატარებლად. ამისათვის ჯერ კიდევ ბევი სამეცნიერო,
საგამომგონებლო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ტექნიკური ხასიათის
სამუშაოებია განსახორცოელებელი.
ციურ სხეულებზე კოლონიათა შექმნის ინჟინრული მხარე შესაძლებელია
გადაიჭრას, ამისათვის არსებობს ბევრი მიღწევა და სიახლე. უფრო რთულია
პრობლემის ბიოლოგოური მხრე თუ როგორ ავიცილებთ თავიდან რადიაცის,
რომელიც ამ ციურ სხეულებზე (მაგალითად მარზე) გაცილებით უფრო მაღალია,
ვიდრე დედამიწაზე. მომავალი მიღწევები საშუალებას მოგვცემს გადაიჭრას ეს
და სხვა პრობლემები კოსმოსის ათვისების გზაზე: მიღებული იქნეს შედარებით
მსუბუქი და ძალიერი მასალები, როელთაგან დამზადებული ობიექტები უფრო
დიდხანს იფრენენ ნაკლები დანახარჯებით; გაუმჯობესდეს მათი დისტანციური
მართვის სისტემა, მონაცემთა გადაცემა კოსმოსური ობიექტებიდან დედამიწაზე.
შეიძლება ითქვას, რომ არცთუ შორეულ მომავალში კაცობრიობა შექმნის
კოსმოსურ ეკონომიკას, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ცივილიზაციის
განვითარებაში.
კოსმოსური სამართალი
თანამედროვე ეტაპზე, იმდენად განვითარდა კოსმოსური ტექნოლეგიები
(მარსზე კოლონიების შექმნის გეგმები, კოსმოსური ტურიზმის განვითარება,
სასარგებლო წიაღისეულთა მოპოვება), აუცილებელი ხდება ადამიანის კოსმოსში
მოღვაწეობის ძირითადი ასპექტების სამართლებრივი რეგულირება.
სამართლებრივად ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე ისიც კი არ არის
დადგენილი თუ სად იწყება კოსმოსი და რა არის კოსმონავტთა სტატუსი,
თუმცა ზეპირი შეთანხმების თანახმად კოსმოსი იწყება დედამიწის ატმოსფეროს
გარეთ.
ითვლება, რომ საერთაშორისო კოსმოსური სამართალის ფორმირება
დაიწყო, 1957 წლიდან, როდესაც საბჭოთა კავშირში გაშვებლი იქნა დედამიწის
პირვლი ხელოვნური თანამგზავრი.
არსებობს რამოდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება კოსმოსთან
დაკავშირებით: “ხელშეკრულება სახელმწიფოების მიერ კოსმოსური სივრცის
კვლევისა და გამოყენების შესახებ მთვარისა და სხვა ციური სხეულების
ჩათვლით” (1967), რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება – “ხელშეკრულება
კოსმოსური სივრცის შესახებ”. მის მიხედვით კოსმოსური სივრცე არის ღია ყველა
ქვეყნისათვის მშვიდობიანი მიზნით კვლევისა და გამოყენებისათვის, ამასთან,
კოსმოსური სივრცე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი სამხედრო
მნიშვნელობით. სამხედრო პერსონალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ
მშვიდობიანი მიზნებისათვის; “ხელშეკრულება კოსმოსში გაშვებული
კოსმონავტების შველის, კოსმონავტთა და ობიექტების დაბრუნების შესახებ”,
რომელშიდაც განსაზღვრულია ის მოქმედებები, რაც უნდა განახორციელონ
ქვეყნებმა ეკიპაჟის ავარიის, გასაჭირში ყოფნის ან იძულებითი დაჯდომის დროს;
კონვენცია “კოსმოსური ობიექტების მიერ მიყენებული ზარალის საერთაშორისო
პასუხისმგებლობის შესახებ”, რომელიც ავალდებულებს ობიექტის კოსმოსში
გამშვებ სახელმწიფოს აანაზღაუროს ყველა ის ზარალი, რომელსაც აღნიშნული
ობიექტი ზიანს მიაყენებს რომელიმე სახელმწიფოს; კონვენცია “კოსმოსურ
სივრცეში გაშვებული ობიექტების რეგისტრაციის შესახებ”, რომელიც ადგენს
კოსმოსურ სივრცეში გაშვებული ობიექტების რეგისტრაციის წესებს
ხელშეკრულება “მთვარეზე და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოთა
საქმიანობის შესახებ”; ხელშეკრულება “ატმოსფეროში, წყალქვეშ და კოსმოსში
ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ”, რის შესაბამისად აკრძალულია
კოსმოსურ სივრცეში ატომური ან ხხვა რაიმე ფორმის აფეთქებების წარმოება.
ხელშეკრულება “მთვარის შესახებ” (ავსტრალია, ავსტრია, ბელგია,
გვატემალა, თურქეთი, ინდოეთი, კუვეიტი, ლივანი, მაროკო, მექსიკა,
ნიდერლანდები, პაკისტანი, პერუ, რუმინეთი, შაუდის არაბეთი, საფრანგეთი,
ურუგვაი, ფილიპინები, ჩილი) არეგულირებს მთვარეზე მოპოვებული ნიმუების
სტატუსს. სახელმწიფოებს უფლება აქვთ შეაგროვონ და დედამიწაზე
ჩამოიტანონ მთვარეზე კვლევის შედეგად მოპოვებული ნიმუშები და დაიტოვონ
თავიანთთვის, თუმცა, სხვა სახელმწიფოების მოთხოვნის შემთხვევაში, მათ
უნდა მიეწოდოთ ეს ნიმუშები სამეცნიერო კვლევისათვის. სახელმწიფოებს
უფლება აქვთ მთვარეზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსები გამოიყენონ მათი
დანადგარების მუშაობის უზრუნველსაყოფად. მთვარის ზედაპირი, წიაღი,
უბნები და ბუნებრივი რესურსები არ შეიძლება იყოს რომელიმე სახელმწიფოს,
საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვა პირის საკუთრება.
კოსმოსური სივრცე საერთო საკუთრებაა და ნებისმიერ სახელმწიფოს
შეუძლია გამოიკვლიოს და გამოყენოს იგი, მათ შორის სამეცნიერო
კვლევებისათვის. ცალკეულ სახელმწიფოს ეკუთვნის მხოლოდ კოსმოსურ
სივრცეში გაშვებული ობიექტები და მისი ნაწილები.
გარკვეული სამართლებრივი აქტები კოსმოსთან დაკავშირებით არსებობს
ეროვნულ დონეზედაც. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის კანონი “კოსმოსური
საქმიანობის შესახებ” (1993); ამერიკის შეერთებულ შტატების აქტი ”ამერიკის
შეერთებული შტატების კოსმოსური კონკურენტუნარიანობის შესახებ” (2015)
იგი უფლებას რთავს კერძო კომპანიებს მოიპოვონ სასარგებლო წიაღისეულები
და გადაამუშაონ კომერციული მიზნებისათვის; ლუქსემბურგის კანონი
“კოსმოსური რესურსების გამოკვლევისა და გამოყენების შესახებ” (2017).
კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებით საინტერესოა ამ პროცესში კომერციული
საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების საკითხები. მომავალში უნდა
განისაზღვროს კომპამიათა ფინანსური პასუხისმგებლობა კოსმოსურ სივრცეში
სასარგებლო წიაღისეულთა მოპოვებასთან დაკავშირებთ.
ექსპერტების აზრით დღის წესრიგში დადგება კოსმოსური ტურიზმის
სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობა. Kკოსმოსურ ტურისტს წაეყენება
გარკვეული მოთხოვნები და საჭირო გახდება მათი ფიზიკური და თეორიული
მომზადება, ისე როგორც კოსმონავტების.
”კოსმოსური რესურსი” ნიშნავს ნებისმიერი სახის ბუნებრივ რესურსს,
რომელიც ნაპოვნია კოსმოსურ სივრცეში. “ასტეროიდული რესურსი” კი არის –
კოსმოსური რესურსი, რომელიც ნაპოვნია ერთ ასტეროიდზე ან მის ფარგლებში.
უკვე დღეისათვის ბიზნესი დაინტერესებულია კოსმოსის ათვისებით და
კომპანიები ახორციელებენ ისეთ კოსმოსურ პროექტებს, რომელთა შემუშავება
და შესაბამისი შედეგების მიღება მხოლოდ სახელმწიფოებს შეეძლოთ.
მომავლის რესურსები საქართველოში
საქართველო მომავალში ისარგებლებს იმ რესურსებით, რომლითაც ისარგებლებს
მთელი მსოფლიო. უშშუალოდ კი საქართველო ფლობს განახლებად ბუნებრივ
რესურსებს და ზოგიერთ არატრადიციულ რესურს, რომელიც, პრაქტიკულად,
ამოუწურავია.
განახლებადი რესურსებიდან საქართველოში აღსანიშნავია:
ჰიდროენერგია. მას საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეში ერთ-ერთი პირველი
ადგილი უჭირავს. მეტისმეტად უხვი ატმოსფერული ნალექი და მთის რელიეფი
განაპირობებს წყლის ენერგიის უზარმაზარ მარაგებს. ტერიტორიის ერთეულზე,
ჰიდროენერგეტიკული რესურსების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი
პირველია მთელ მსოფლიოში. წყლის ენერგიის გამოყენებას საქართველოში
მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მიუხედავად ამისა,
ჰიდროენერგორესურსების გამოყენების დონე საქართველოში დაბალია.
დღეისათვის იგი შეადგენს მთელი ტექნიკური ჰიდროენერგეტიკული
პოტენციალის მხოლოდ 10-12 პროცენტს. თუ ამ მაჩვენებლებს შევადარებთ
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებლებს, დავრწმუნდებით,
რომ ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების დონე საქართველოში ძალზე
დაბალია. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი ქვეყნები: იაპონიაში
ათვისებულია ჰიდროენერგორესურსების 65, იტალიაში – 71, შვეციაში – 82,5,
საფრანგეთში – 89,5, შვეიცარიაში – 90 პროცენტი.
ჰგიდროენერგიის გამოყენების მიხედვით მსოფლიოში ლიდერობენ– ჩინეთი,
ბრაზილია, აშშ, კანადა, რუსეთი.
მზის ენერგია. მისი სითბურ ენერგიად გარდაქმნის სამუშაოები საქართველოში
დაიწყო გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების
დასაწყისში. 1950 წელს წარმატებით იქნა გამოყენებული გასათბობი
ჰელიოდანადგარი, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 45% იყო. 1955-1957
წლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონში დადგმული იქნა 17 წყლის
გამაცხელებელი ჰელიოდანადგარი, კოლექტორების საერთო ფართით – 1600 მ 2 .
1959 წელს თბილისის ზოოვეტერინალური ინსტიტუტის ბაზაზე აგებული იქნა
მზის სინათლის კონცენტრატორი, ინკუბატორში კვერცხების ჩალაგების წინ მათ
დასასხივებლად. საქართველოს პირობებში მზის ენერგიის გარდამქმნელები
შესაძლებელია გამოვიყენოთ მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად
მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების, მწყემსების, გეოლოგიური
და სამთამადნო სამუშაოების, სამხედრო-საველე საქმიანობის,
კავშირგაბმულობის (სატელეკომუნიკაციო) სადგურების, საავარიო სიტუაციების
ენერგიით მოსამარაგებლად. საქართველოს ტერიტორია მიჩნეულია ისეთ
ტერიტორიად, სადაც მიზანშეწონილი და ეკონომიურად გამართლებულია მზის
რადიაციის გამოყენება ენერგიის წყაროდ. ამისათვის საუკეთესო პირობებია შავი
ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოს დაბლობ და კავკასიონის მაღალმთიან რაიონებში.
ქარის ენერგია. საქართველოში გამოვლენილია ქარის ელექტროსადგურების
მშენებლობის რამდენიმე პერსპექტიული ადგილი: ფოთი (სიმძლავრე – 50 მგვტ,
გამომუშავება – 110 მლნ კვტ.სთ), ჭოროხი (50 მგვტ, 120 მლნ კვტ.სთ), ქუთაისი
(100 მგვტ, 200 მლნ კვტ.სთ), მთა-საბუეთი (150 მგვტ, 450 მლნ კვტ.სთ), მთა-
საბუეთი II (600 მგვტ, 2000 მლნ კვტ.სთ), გორი-კასპი (200 მგვტ, 500 მლნ მლნ
კვტ.სთ), ფარავანი (200 მგვტ, 500 მლნ კვტ.სთ), სამგორი (50 მგვტ, 130 მლნ
კვტ.სთ), რუსთავი (50 მგვტ, 150 მლნ კვტ.სთ). მთლიანი სიმძლავრე – 1450
მგვტ. გორში ექსპლუატაციაში შევიდა ქართლის კომერციული ქარის
ელექტროსადგური ექვსი ტურბინით, რომელიც პირველია არა მხოლოდ
საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში და სტაბილურად აწარმოებს
ელექტროენერგიას. მისი აგება შესაძლებელი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო
დონორების მხარდაჭერით .
გეოთერნული წყლები. ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონის
შესაბამისად საქართველოში გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგები
აღწევს 250 მლნ. მ 3 -ს წელიწადში. დღეისათვის ცნობილია 250-ზე მეტი
ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლები, რომლებშიც
გეოთერმული წყლის ტემპერატურა მერყეობს 30-1100 0 C-ის ფარ¬გლებში, ხოლო
მთლიანი დებიტი აღწევს 160 ათას მ 3 -ს დღე-ღამეში. ეს გამოსავლები
დაჯგუფებულია 44 საბადოდ. აქედან 350 მ 2 -ზე განთავსებულია ისეთი
ჭაბურღილები, რომელთა წყლის ტემპერატურები არის 850 0 C და მეტი.
გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ
საქართველოში. ზუგდიდი-ცაიშის გეოთერმულ ველზე.
ბიოგაზი. ბიოგაზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით საქართველოში
ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა, თუმცა, ამის პოტენციალი
არსებობს. აქ შესაძლებელია ქარხნის ტიპის დიდი დანადგარების მშენებლობა და
მასში ბიოგაზის ენერგიის გამომუშავება ან საოჯახო დანადგარების დამზადება,
რომელშიც მოსახლეობა თვით უზრუნველყოფს აღნიშნული ენერგიის მიღებას.
პირველი მიმართულებით, ქალაქის ნარჩენების ბიოთერმული დამუშავების
საამქროს ბაზაზე შესაძლებელია სპეციალური დანადგარის მეშვეობით ბიოგაზის
მიღება. მეორე მიმართულებით, ფირმა “კონსტრუქტორის” მიერ მომზადებულია
7-10 მ 3 ტევადობის ბიოგაზის დანადგარის პროექტი, რომელიც შესაძლებელია
თვით მეპატრონემ განახორციელოს.
არატრადიციული რესურსებიდან საქართველოში შეიძლება გამოიყოს შავი ზღვის
რესურსები. აქ გარდა ბიოლოგიურ, ქიმიურ და ჰიდროლოგიურ რესურსებთან
ერთად წარმოდგენილი ენერგეტიკული რესურ-სების, ზღვის წყალში გახსნილი
საწვავი აირების – გოგირდწყალბადის, მეთანისა და პროპანის სახით. შავი ზღვა
ასევე წარმოადგენს უდიდესი პოტენციალის მქონე სითბოს ეფექტურ ცივ
წყაროს. წყლის ტემპერატურა 31 მ სიღრმეზე 6-8°გრადუსის ტოლია და იგი
მთელი წლის განმავლობაში მუდმივია. მსოფლიოში შემუშავებულია
გოგირდწყალბადის ზღვის წყლიდან მიღების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ
ჯერჯერობით არც ერთი მეთოდი სრულყოფილი არ არის.
მეტად საინტერესოა ენერგეტიკის განვითარების სინერგიული კონცეფცია,
რომელიც ითვალისწინებს ენერგიის სახეობათა კომბინირებულ გამოყენებას,
რათა მივიღოთ უფრო მეტი ენერგოეფექტი, ვიდრე მათი ცალ-ცალკე გამოყენების
შემთხვევაში. ს¬ნერგიული კონცეფცია არ გულისხმობს კოგენერაციას, ე.ი. ერთი
სახის ენერგიისაგან ენერგიის რამოდენიმე სახის მიღებას. შესაძლებელია
განვიხილოთ მზე-ქარის, მზე-ჰიდრო, ქარი-ჰიდრო, მზე-ქარ-ჰიდრო, ასევე ქარ-
სათბობის სინერგეტიკული ელექტროსადგურები. ეფექტი ამ შემთხვევაში
მიიღწევა იმით, რომ ენერგიის სხვადასხვა სახეობის ერთდროულად გამოყენება
ავსებს იმ ნაკ-ლოვანებას, რაც ენერგიის ცალ-ცალკე გამოყენებას ახლავს თან.
მაგალითად, ცალკე ქარის ელექტროსადგური მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც
ქარია და ეს შესაძლებელია, სრულებითაც არ ემთხვეოდეს
ელექტროენერგეტიკული სისტემის მოთხოვნას, ასევეა მზის
ელექტროსადგურიც. მათი ჰიდროაკუმულაციურ ელექტროსადგურებთან
ერთდროული გამოყენება ამ ნაკლოვანებებს ხსნის. შესაძლებელია განხილულ
იქნეს სინერგეტიკული პროცესის არაერთი მაგალითი. საქართველოში
მზექარჰიდრო ელექტროსადგური მიზანშეწონილია აშენდეს თიანეთის რაიონში,
ბეღელას ხევში, სადაც ქარის ან მზის ენერგიის ხარჯზე წყლის ატუმბვა
შესაძლებელია განხორციელდეს 100, ხოლო ჩამოცლა 700 მ სიმაღლეზე.
ქარი–სათბობის სინერტეგიკული სადგურის ასაშენებლად კი შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მთა საბუეთის ფართობი, სადაც ქარის ჯამური სიმძლავრე
500-700 მგვტ შეადგენს, ხოლო გამოყენებული საათების რაოდენობა – 5000 სთ-ს,
ქარის საშუალო წლიური სიჩქარე კი 40 მ სიმაღლეზე 12,1 მ/წმ-ის ტოლია.