თსუ გამოშვება 2022

თსუ გამოშვება 2022

  • თსუ
  • აგვისტო 14, 2022
  • 1149

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო
გამოშვების საზეიმო ღონისძიება კუს ტბაზე  გაიმართა. 2022 წელს თსუ 3400-ზე მეტმა
სტუდენტმა დაამთავრა.
კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, თსუ
წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა.  
„წელს განსაკუთრებული გამოშვებაა, რადგანაც ეს არის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საიუბილეო – მეასე გამოშვება.  ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს,
ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში, დამოუკიდებელ ცხოვრებაში. არ დაეკარგოთ ის
კავშირები, რომელიც უნდა ჰქონდეთ დედა უნივერსიტეტთან. დარწმუნებული ვარ,
რომ ამ კავშირს შეინარჩუნებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში,“-განაცხადა
რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
2022 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის  
ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს თსუ-მა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ფსიქოლოგიისა და განთლების მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებულმა
სტუდენტმა ნინო  ხოხიაშვილმა ყველა კურსდამთავრებულს მიულოცა საზეიმო დღე.
„ძალიან მიხარია რომ თსუ კურსდამთავრებული ვარ. თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტმა საშუალება მოგვცა რომ ეს დღე ასე აღგვენიშნა, ასეთ სასიამოვნო
გარემოში.  ამ ღონისძიებაზე თსუ-მ ყველა ფაკულტეტის წარჩინებული  სტუდენტები
დააჯილდოვა და მიხარია, რომ მეც მათ შორის ვარ.  ყველა კურსდამთავრებულს
ვუსურვებ წარმატებას და იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებასა და განვითარებას,
რაც უნივერსიტეტში მივიღეთ“,-აღნიშნა ნინო ხოხიაშვილმა.
კუს ტბაზე შეკრებილი ახალგაზრდების გართობაზე იზრუნეს ბენდმა „Goofy Land”, Dj
Katse, Dj Avivx და Dj        Monk.
ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ კურსდამთავრებულებს ვებგვერდიდან
gifme.ge სამახსოვრო ვირტუალური დიპლომების გადმოწერისა და საკუთარ სოციალურ
პლატფორმაზე გაზიარების შესაძლებლობა აქვთ. 
 
                                                                                                                                                        
                                  
2022 წლის გამოშვების აღნიშვნა 25 ივლისიდან თსუ პირველ და მეათე (მაღლივ)
კორპუსებში ფოტოზონების განლაგებით დაიწყო, სადაც სტუდენტები სამახსოვრო
ფოტოებს იღებდნენ.  
ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე
საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო
აკრედიტაციების მქონე და  27 უცხოენოვან პროგრამაზე, 22 000-ზე მეტი სტუდენტი
სწავლობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ ხნის
მანძილზე, თსუ 300 ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. ახალ 2022-2023 სასწავლო
წელს თსუ 6600-მდე პირველკურსელს მიიღებს.

.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…