EBRD-ის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა

EBRD-ის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახლად დანიშნული პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-16 სექტემბერს კავკასიის ტურნეს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ის საქმიანი ვიზიტით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს რენო-ბასოს პირველი საქმიანი შეხვედრაა კავკასიაში.

„მოუთმენლად ველი კავკასიაში ვიზიტს, სადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში EBRD-ს შესანიშნავი შედეგები აქვს მიღწეული“, – განაცხადა რენო-ბასომ.

ვიზიტის ფარგლებში რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, ბიზნესისა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება.

განსახილველ თემებს შორისაა: განახლებადი ენერგია, ინფრასტრუქტურული განვითარება, რეფორმები და ფინანსური მდგრადობა.  

აღსანიშნავია, რომ 1992 წლის შემდეგ, EBRD-მა კავკასიის რეგიონში 10.6 მილიარდი ევროს ღირებულების 652 პროექტი განახორციელა. რაც შეეხება საქართველოს, გასული 30 წლის განმავლობაში EBRD-ს აქ 270 პროექტში 5 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

 

მსგავსი სიახლეები

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6121 ლარი გახდა.…
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…