81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ფრანგი უმარ ჯალო იპონით დაამარცხა, შემდეგ დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ მედიქსონ დელ ორბე კორტორეალს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგაზე უმძიმეს, 7-წუთიან ბრძოლაში შიდოებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე სამი გაფრთხილებით საეიდ მოლაეის აჯობა, ფინალში კი ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა, რომელთანაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შარშან წააგო და ამჯერად 22 წლის ქართველმა რევანში აიღო და ოქროს მედალს დაეუფლა! ძალიან დაძაბული შეხვედრა გრიგალაშვილმა დამატებით დროში ულამაზესი გდებით მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (ძიუდოში). ამრიგად, მას უკვე 22 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედალი (შარშან მოიგო) აქვს მოპოვებული, ასევე, ორგზის ევროპის ჩემპიონია. შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხე დღეა მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი სწორედ ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. მანამდე უმედლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დარჩნენ. 10 ოქტომბერს, საქართველოს სახელით 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური იასპარეზებენ.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. სებ-ის მიერ…
დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ამოქმედდა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“…
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის იუბილესთან დაკავშირებით ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. 4-დღიანი პროგრამა მაყურებელს რეჟისორის, პროდუსერისა და მსახიობის შემოქმედებას…