“არის საქმეები, რომლებსაც საქართველო იგებს, არის საქმეები სადაც მომჩივნები იგებენ,”- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტების კითხვას საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებზე, რომლებშიც საქართველოს მთავრობა არის ჩართული. ძამაშვილის თქმით, ბოლო ერთ წელში საქართველომ სამი დავა მოიგო, სადაც მოპასუხე მხარეებს 200 მილიონი დოლარის კომპენსაციები დაეკისრათ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, ნამახვანჰესის ინვესტორთან, კომპანია ENKA-სთან ახლად დაწყებული საარბიტრაჟო დავაა. ბექა ძამაშვილის თქმით, სარჩელის განხილვა სავარაუდოდ 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
“საარბიტრაჟო დავებს რაც შეეხება, ის სპეციფიკა აქვთ მათ რომ კონფიდენციალური დავებია. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წლის განმავლობაში სახელმწიფომ მოიგო სამი დავა, რომელშიც კომპანიებს დაეკისრათ 200 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციების გადახდა.
არის საქმეები, რომლებსაც საქართველო იგებს, არის საქმეები სადაც მომჩივნები იგებენ, ეს არის მუდმივი პროცესი და ეს ნაწილობრივ ერთმანეთს ავსებს. რაღაც ნაწილში ხდება კომპენსაციის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდა, რაღაც ნაწილში გვიწევს მომჩივნისთვის გადახდა.
ამ ეტაპისთვის სახელმწიფოს ჯერ არ გადაუხდია არცერთი კომპენსაცია. ინტერ რაოს საქმე, რაც დასახელდა, ის გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში და შესაბამისად, გამოვიყენებთ ყველა საშუალებას რომ სამართლებრივად ამოიწუროს პროცედურები.
რაც შეეხება ენკას, ეს არის დავის ძალიან საწყის ეტაპზე და დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება არბიტრაჟს რომ მასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება. თავად ამ დავაზე პირველადი პოზიციების გაცვლაც არ მომხდარა ჯერ.
ადვოკატების დაქირავება კი ჯდება თანხა, მაგრამ არბიტრაჟს ახასიათებს ის, რომ თუ დავა წარმატებული იქნება, შემდეგ წაგებულ მხარეს მოუწევს ამ ხარჯების ანაზღაურება,”- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით…
ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ…