ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 77,2 ათასი ტონა, რაც 7,7 ათასი ტონით ანუ 9,1%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (84,9 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 48,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 12,9 ათასი ტონა (16,7%); თურქეთი – 11,2 ათასი ტონა (14,5%); თურქმენეთი – 3,2 ათასი ტონა (4,1%); რუსეთი – 1,0 ათასი ტონა (1,3%).
2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 28,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (28,1 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (28,5 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…