ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ – ილჰამ ალიევი

ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ – ილჰამ ალიევი

ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, – განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გააკეთა.

მან საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების პოტენციალზე ისაუბრა.

„ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში, კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.

ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა იქნება საჭირო, რადგან „ეს უნდა იყოს ერთობლივი, შეხმატკბილებული ძალისხმევა“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი“.

ილჰამ ალიევის განცხადებით, საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარდგენილი არიან ერთ ფრონტზე.

„ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები – ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი სიახლეები

რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ინოვაციურ სტარტაპებს? – კანონპროექტი

რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ინოვაციურ სტარტაპებს? – კანონპროექტი

მთავრობა ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. პარლამენტში უკვე შევიდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მომზადებულ კანონპროექტი. კანონპროექტით შემოდის ინოვაციური სტარტაპის ცნება, რომლის მიმართაც…
თბილისში, საქართველოსა და საამიროების ბიზნეს ფორუმის ჩატარება იგეგმება

თბილისში, საქართველოსა და საამიროების ბიზნეს ფორუმის ჩატარება იგეგმება

საქართველოსა და დუბაის სავაჭრო პალატების ორგანიზებით თბილისში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება. ამ ის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს. პალატის ცნობით, საქართველოსა…
“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ ვაკვირდებით პროცესს” – “წყალი მარგებელი”

“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ…

კომპანია “წყალი მარგებელი” ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ  ტარიფებს და  მის საქართველოზე გავლენას   ეხმაურება. როგორც კომპანიიდან “ბიზნესპარტნიორის” კითხვების საპასუხოდ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული,  აშშ-ის პრეზიდენტის…