“საინტერესო ვითარებაა, ერთი მხრივ მაღალია უმუშევრობა, მეორე მხრივ კომპანიები ეძებენ კადრებს” – მოლინეუსი

“საინტერესო ვითარებაა, ერთი მხრივ მაღალია უმუშევრობა, მეორე მხრივ კომპანიები ეძებენ კადრებს” – მოლინეუსი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმა, შემდეგ კი ბიზნესმა დასაქმებულებისთვის მაღალი ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს.

“საკმაოდ საინტერესო ვითარებაა საქართველოში, როცა ერთი მხრივ ვხედავთ შედარებით მაღალ უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მეორე მხრივ გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომელთაც სურთ დაასაქმონ. კომპანიების ნაწილი გამოცდილი კადრების დეფიციტს განიცდის.

პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის განათლების სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. მეორე საკითხი არის ტრენინგების ჩატარება, ხოლო მესამეა მაღალი ანაზღაურების ქონა, რათა ადამიანებმა საქართველოში დარჩენა არჩიონ”,-აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, საქართველომ დღეს დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.

ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა.

ბანკის ინფორმაციითვე, ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.

მსგავსი სიახლეები

რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება – ბიუჯეტი ₾80.9 მლნ

რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება – ბიუჯეტი…

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. 4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.…
საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქსტატმა 2025 წლის III კვარტალის მდგომარეობით საშუალო ხელფასის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2271…
საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია – როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია – როგორ ითვლიან…

საქსტატმა 2025 წლის იანვარ-ნოემბრის საარსებო მინიმუმის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი თვეში 100 დოლარზე ნაკლებია და 255 ლარს…