საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ჯეიმს ჯონს საქართველოს განვითარებისა და რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა.
“აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება, საქართველოში ინფლაციის კლების დინამიკა შეინიშნება”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ.
გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის…
საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარუდგინა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების…