ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოების ქართულმა სტუდენტურმა წარმომადგენლობამ (ACS GSC) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსთან თანამშრომლობით ქიმიის ფესტივალი გამართა.
ღონისძიების ფარგლებში, პროფესორმა გიორგი ჯიბუტმა წაიკითხა საჯარო ლექცია ატმოსფეროზე, ასევე, გაიმართა პრეზენტაციები ACS GSC-ის ისტორიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის შესახებ. ფესტივალში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქვეყნის წამყვანი სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური და უახლესი ინსტრუმენტებით; გაემეორებინათ ACS GSC-ის მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და შესაბამისად, მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილებაც. ფესტივალის დასკვნით ნაწილში გუნდებს შორის გაიმართა შეჯიბრი ქიმიის სხვადასხვა ასპექტში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქიმიისა და მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში.
4-5 მაისს, ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსუა…
პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით…
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო…