საქსტატმა დღეს სამუშაო ძალის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და ის 15.6%-ს შეადგენს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში უმუშევრად სულ 250.7 ათასი ადამიანი ითვლება. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 ათასით ნაკლებია.
სტატისტიკის თანახმად, ოფიციალურად დასაქმებულად ითვლება 1.36 მილიონი ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 77.5 ათასით მეტია.
“2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 52 ათასი კაცით (6.0%) და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა (6.2%) და 444.3 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი შეადგინა.
2022 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.9 ათასი კაცით (5.3%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 43.1 ათასით (10.7%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 30.8 ათასითაა (11.0%) შემცირებული.
2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 67.3 პროცენტს შეადგენს,”- განათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…