2022 წლის 10 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 4.54 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით მეტია.
საქსტატის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. სულ 2022 წლის 10 თვეში ქვეყნიდან 842 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის კონცენტრატები გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. 77%-ით გაიზარდა ავტოექსპორტი და მან $661 მილიონს მიაღწია.
სულ საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $842 მილიონი, მატება წინა წელთან 28% (ამ საქონლის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს, რადგანაც წელს საქართველოში 623 მილიონის სპილენძის მადნების იმპორტი მოხდა). 2) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – $661 მილიონი, მატება წინა წელთან 77%; 3) ფეროშენადნობები – $447 მილიონი, მატება წინა წელთან 18%; 4) აზოტოვანი სასუქები – $222 მილიონი, მატება წინა წელთან 190%; 5) ღვინოები – $200 მილიონი, მატება წინა წელთან 6.2%; 6) სპირტიანი სასმელები – $121 მილიონი, კლება წინა წელთან 1%; 7) მინერალური და მტკნარი წყლები – $92 მილიონი, კლება წინა წელთან 22%; 8) მედიკამენტები – $91 მილიონი, მატება წინა წელთან 14%; 9) ელექტროენერგია – $84 მილიონი, მატება წინა წელთან 455%; 10) თხილი – $75 მილიონი, კლება წინა წელთან 14%.
სხვა დანარჩენი საქონელი – 1.7 მილიარდი, მატება წინა წელთან 32%.
24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5922 ლარი გახდა.…
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და მიზანი 2029 წლისთვის მისი…
გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა…