ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ გამოიყოფა – ვინ შეასრულებს პროექტებს?

ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ გამოიყოფა – ვინ შეასრულებს პროექტებს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ₾200 მლნ გამოიყოფა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი და პრიორიტეტული მიმართულებაა და ეს პროექტიც ტურიზმის განვითარებისთვის ხორციელდება.

„რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე, ჩემი დავალებით ეს პროგრამა უკვე გაკეთებულია, გამზადებულია, ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ უკვე კონკრეტულ გეგმას, როგორც არსებული ლოკაციების, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება აღნიშნული პროგრამა და მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 200 მლნ ლარს. ეს თანხა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე გამოიყოფა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-მ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ჰკითხა თუ ვინ შეასრულებდა ახალი ტურისტული ლოკაციების პროექტებს. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კურორტების განვითარების მიმართულებით ჩასატარებელი სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

„ეს არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილი 200 მლნ ლარი. ეს თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში აისახება, შესაბამისად აღნიშნული პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შესრულდება. თუმცა მჭიდრო კოორდინაციაში ეკონომიკის სამინისტროსთან იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით ხედვას ამზადებს, რომლითაც აღნიშნული ლოკაციების შერჩევა ფაქტობრივად დასრულებულია და პირველადი პროექტების სახით მალე წარმოადგენენ, სწორედ ამაზე დაყრდნობით იქნება ხარჯვითი ნაწილი გაწერილი, ხოლო უშუალო განმხორციელებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროა“, – თქვა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს გამოყოფს

საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს…

საქართველოს მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება გამოყოს 10,000 დოლარი ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი…
10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…
საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის…