ბანკები მოგების გადასახადის “ესტონურ მოდელზე” აღარ გადადიან.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილება მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე მიიღეს და მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.
“ბანკები აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ეს გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ისედაც მაღალი მოგება აქვთ.
“2 მლრდ იქნება ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგების გადასახადის “ესტონური მოდელი” ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა და ის ბიზნესს რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს. საფინანსო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლა 2023 წლიდან იგეგმებოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…