თსუ-ის პროფესორთა განცხადება

თსუ-ის პროფესორთა განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს
განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე გვსურს ჩვენი, უნივერსიტეტის
სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორთა პოზიცია გაგაცნოთ:
 
ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს, სად, თუ არა უნივერსიტეტში,
მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება – როგორც სტუდენტების,
ასევე აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და
ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები
არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და
საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს,
სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა – შევინარჩუნოთ სწავლა-
სწავლების ხარისხი.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ
პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის
პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი.
 
მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ.
 
მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ
კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების
მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ
უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ
გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს!
 
აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში
აღდგენის შემდეგ გადადგმული იქნა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14
მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის
სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად.
ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში
ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების
ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი
საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად,
რომელიმე სტუდენტი  ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო
პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და
ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.
 
იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი
გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის
წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ

კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად,
სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ
ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ
შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა ინვესტორებს 50-მდე კურორტზე საპრივატიზაციო ქონებას შესთავაზებს – ვიცე-პრემიერი

მთავრობა ინვესტორებს 50-მდე კურორტზე საპრივატიზაციო ქონებას შესთავაზებს – ვიცე-პრემიერი

საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ კურორტების განვითარების მიზნით, ინვესტორებისთვის საინტერესო 50-მდე ლოკაცია მოამზადა, რომელსაც უახლოეს პერიოდში შესთავაზებენ. ამის შესახებ დავითაშვილმა…
პრემიერი: ბანკები მოგების გადასახადის “ესტონურ მოდელზე” აღარ გადავლენ

პრემიერი: ბანკები მოგების გადასახადის “ესტონურ მოდელზე” აღარ გადავლენ

ბანკები მოგების გადასახადის “ესტონურ მოდელზე” აღარ გადადიან. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილება მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე მიიღეს და მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივით…
„ზედიზედ 2 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია“

„ზედიზედ 2 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც სწორი…

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ მან მთავრობის…