საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გაჩერებას ზედიზედ 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღე ზედიზედ დაყონ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით.
ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. საქართველოს ინტერესს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე აზიური სახელმწიფოდან ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვა წარმოადგენდა.
„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების…