საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი საქართველოს შესახებ ახალ მიმოხილვას აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ მოლოდინების საწინააღმდეგოდ საქართველოს ეკონომიკა წელს 10.3%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად რუსების მიგრაციით იყო განპირობებული. ამავე პერიოდში საქართველოზე მაღალი, 13.1%-იანი ზრდა იყო სომხეთში.
ორგანიზაცია წერს, რომ სომხეთმა და საქართველომ წელს 150,000-300,000 მიგრანტი მიიღეს, რომლებმაც ასობით მილიონის კონტრიბუცია შეიტანეს ამ ქვეყნების ეკონომიკაში. მიგრაციის ეკონომიკური ეფექტის გამოსახატად S&P ტერმინ “დაბუსტვას” იყენებს.
“საქართველოს, სოხეთისა და ტაჯიკეთის ეროვნული ვალუტები 2022 წლის განმავლობაში სტაბილურად მყარდებოდნენ.
მარტის დასაწყისში მომხდარი გაუფასურების შემდეგ, სომხური დრამი და ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით წლის განმავლობაში 30% და 20%-ით გამყარდა,” – ნათქვამია S&P-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…