აგვისტოს შემდეგ, რუსეთში ღვინის ექსპორტი სექტემბერშიც შემცირდა

აგვისტოს შემდეგ, რუსეთში ღვინის ექსპორტი სექტემბერშიც შემცირდა

2023 წლის სექტემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით 24.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. აგვისტოს მსგავსად, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება სექტემბერშიც გაგრძელდა. კერძოდ, თუ 2022 წლის სექტემბერში რუსეთში 19 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17 მლნ დოლარამდე [თითქმის 11%-ით] შემცირდა.

ღირებულების მსგავსად შემცირებულია ექსპორტირებული ღვინის მოცულობაც თითქმის 4 ათასი ტონით.

2023 წლის 9 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 194 მლნ დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა თითქმის 12%-ს აღწევს.

საქართველოდან რუსეთში 129 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოა გაყიდული, ანუ მთლიანი ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის. ეს ბოლო წლებში რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…