სექტემბერში საქართველოს დერეფანში  46 007 ტრაილერმა გაიარა – როგორია შემოსავალი?

სექტემბერში საქართველოს დერეფანში 46 007 ტრაილერმა გაიარა – როგორია შემოსავალი?

9 თვეში საქართველომ ტრაილერების გატარებით 134.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოს დერეფანში 384 149 ტრანზიტულმა ტრაილერმა გაიარა. მათ შორის, მხოლოდ სექტემბერში გზის საფასური 46 007-მა სატვირთომ გადაიხადა. მათ მიერ ბიუჯეტში 16.1 მლნ ლარის შეტანა მოხდა.

წლიურ ჭრილს თუ შევხედავთ, მხოლოდ სექტემბერში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი 2.83 მლნ ლარით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის დერეფანით 6 800-ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა.

გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:

  • იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
  • თებერვალი – 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
  • მარტი – 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
  • აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
  • მაისი – 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივნისი – 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივლისი – 15 202 578 ლარი / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი
  • აგვისტო – 16 433 413 ლარი / 46 952 სატრანზიტო ტრაილერი
  • სექტემბერი – 16 102 752 ლარი / 46 007 სატრანზიტო ტრაილერი

ცნობისთვის, საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…