2023 წლის სექტემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით 24.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. აგვისტოს მსგავსად, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება სექტემბერშიც გაგრძელდა. კერძოდ, თუ 2022 წლის სექტემბერში რუსეთში 19 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17 მლნ დოლარამდე [თითქმის 11%-ით] შემცირდა.
ღირებულების მსგავსად შემცირებულია ექსპორტირებული ღვინის მოცულობაც თითქმის 4 ათასი ტონით.
2023 წლის 9 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 194 მლნ დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა თითქმის 12%-ს აღწევს.
საქართველოდან რუსეთში 129 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოა გაყიდული, ანუ მთლიანი ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის. ეს ბოლო წლებში რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…