აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის დაჩქარება უკავშირდება ტრანსპორტის სექტორში გაზრდილ ფასებს, რაც თავის მხრივ წლიურ ჭრილში საწვავის გაძვირებით არის განპირობებული. თუმცა, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში, ანუ სურსათში ფასები წინა წელთან შედარებით 1.4%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, ამჟამად ინფლაციის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი სურსათის ფასების ზრდა არაა. უფრო დეტალურად სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით ფასების წლიური ცვლილება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-12.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6 პროცენტი), კვების სხვა პროდუქტები (2.4 პროცენტი) და თევზეული (0.8 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0 პროცენტით, რაც 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.2 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (21.9 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (15.8 პროცენტი), დაზღვევა (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (3.4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.7 პროცენტი).

მსგავსი სიახლეები

სეს: რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სეს: რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და…

რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…