რა მოცულობის FDI ჩაიდო საქართველოში I კვარტალში – “საქსტატმა” მონაცემი დააზუსტა

რა მოცულობის FDI ჩაიდო საქართველოში I კვარტალში – “საქსტატმა” მონაცემი დააზუსტა

I  კვარტალში, საქართველოში 566.4 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინასწარ მონაცემთან შედარებით 14%-ით მეტია. დაზუსტებული მონაცემი „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით საინვესტიციო პორტფელის 69.7 მლნ დოლარით ზრდა რამდენიმე საწარმოს მიერ სააქციო კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტებამ განაპირობა.

საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წლიდან. მათ შორის რამდენიმე კომპანიის  მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტების გამო 2022 წლის FDI -ის მაჩვენებელი თითქმის 100 მლნ დოლარით 2.09 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

9 ივნისს „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  ტოპ 10 კომპანიის ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ასე გამოიყურებოდა: (კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

  შპს ექსელუს ჰოლდინგსი (Indorama);
  შპს მაგთიკომი;
  შპს თბილისი ენერჯი;
  შპს ტავ ურბან საქართველო;
  სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminals);
  სს მინა;
  შპს ტოიოტა კავკასია;
  სს ბიჯეო ჯგუფი;
  შპს აზია ჯგუფი;
  ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…