არალეგალური გლობალიზაცია დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის მთავარი „მოკავშირეა“

არალეგალური გლობალიზაცია დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის მთავარი „მოკავშირეა“

ვლადიმერ პაპავა - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიკოსი

2023 წლის 24 თებერვალს შესრულდება ერთი წელი, რაც რუსეთი დამოუკიდებელი
უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. ომის
დაწყებიდან მალევე, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რაც
შეიძლება კვალიფიცერებულ იქნას, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ
„ცხელი ომის“ საპირწონედ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „ცივი ომის“
განახლება (Papava, 2022a). სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად
დასავლეთის ძალისხმევისა, ეს ეკონომიკური სანქციები არ აღმოჩნდა ისეთი
ეფექტიანი, როგორც ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. და ეს სულაც არ უნდა იყოს
გასაკვირი, თუ კი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყანათა მნიშვნელოვანი
ნაწილი (მაგალითად, თურქეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩინეთი) არ შეუერთდა ამ
სანქციებს, ხოლო იმ ქვეყნებმა (ეს, უწინარეს ყოვლისა, ევროკავშირის ქვეყნებს
ეხება), რომლებმაც დააწესეს ხსენებული სანქციები დატოვეს ე.წ. "ხვრელები"
რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაგრძელებლად (Papava,
2022d).
რუსეთი დასავლეთის მიერ წამოწყებული „ცივი ომის“ ფარგლებში ცდილობს
ყველანაირი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა თითქმის მთელ მსოფლიოში
გაართულოს ეკონომიკური მდგომარეობა (Papava, 2022c). რუსეთის ეს
დაპირისპირება დასავლეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაფიოდ „ნავთობის ომსა“
(Bugriy, 2022) და „სასურსათო ომში“ გამოიხატება (Frum, 2022).
ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური კომპანიები თავად
ცდილობენ გვერდი აუარონ დასავლეთის მიერვე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ

ეკონომიკურ სანქციებს (Ruehl, 2022). მაგალითად, ნავთობის „ლატვიურ ნაზავში“ 49
პროცენტი რუსული ნავთობია. სწორედ „ლატვიური ნაზავის“, როგორც ნავთობის
კოქტეილის საფარქვეშ რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე, მათ შორის აშშ-შიც
შედის (Aris, 2022). გარდა ამ ფაქტისა, რუსული ნავთობი, სამწუხაროდ, დიდ
ბრიტანეთსაც მიეწოდება, თუმცა ამ ნავთობის იმპორტი გერმანიიდან,
ნიდერლანდებიდან და ბელგიიდანაა დარეგისტრირებული (Yahoo, 2022).
დასავლური კომპანიების არალეგალური საქმიანობის პრობლემა რუსეთთან
მიმართებაში არა მხოლოდ ნავთობის მიწოდებას ეხება. იელის უნივერსიტეტის
მკვლევრები ცდილობენ შეისწავლიან იმ ქვეყნების კომპანიების ქცევას, რომლებმაც
რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს (Chief Executive Leadership Institute,
2023). შედეგად დადგინდა, რომ 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის
ამერიკული და ევროპული, ამა თუ იმ ინტენსივობით კვლავაც აგრძელებს რუსეთში
ბიზნესს (Euronews, 2023).
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლური კომპანიების რუსეთიდან
მასობრივი გამოსვლის (რაც რეალურად მოჩვენებითი უფრო იყო) მიუხედავად,
დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან ფაქტობრივად რჩება ომის წინა
პერიოდის დონეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლური კომპანიები ისევ და
ისევ პრიორიტეტს მოგებას, და არა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების
დაცვას ანიჭებენ (Berman, 2023).
დასავლური კომპანიების მიერ ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის ამ
არასასურველ ფონზე გაცილებით მწვავედ აღიქმება ის ფაქტი, რომ ასევე
დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლით უკრაინის წუნაარმდეგ
ომში რუსეთის სამხედრო ძალაც იზრდება. კერძოდ, თეირანის მიერ მოსკოვისთვის
მიწოდებული ირანული დრონები ამერიკულ და, ზოგადად, დასავლურ
კომპონენტებსაც შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი აშშ-ს სანქციების ქვეშ
იმყოფება (U.S. Department of State, n.d.), აღმოჩნდა, რომ ირანულ დრონებში

(რომელთაც რუსეთი უკრაინის წინაარმდეგ ომში იყენებს) შემავალი კომპონენტების
82 პროცენტი აშშ-ში ბაზირებული კომპანიების მიერ არის წარმოებული (Deen, 2023).
ლოგიკურად ჩნდება კითხვები, რის საფუძველზე ახერხებენ დასავლური კომპანიები
დაწესებული ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის
გადაყიდვას ან რუსეთის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას? ასევე,
როგორ აღმოჩნდა, რომ ირანული დრონების შემადგენლობაში არსებული
კომპონენტების 82 პროცენტი წარმოებულია აშშ-ში, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის
სანქციების გვერდის ავლით?
ამ კითხვებზე პასუხები იდენტურია, რადგან ეკონომიკური სანქციების დარღვევის
შესაძლებლობა თავად გლობალიზაციაშია, უფრო ზუსტად კი, – არალეგალურ
გლობალიზაციაში.
გვინდა ჩვენ ეს ვაღიაროთ თუ არა, ზოგიერთი სახეობის არალეგალური ბიზნესი
(მაგალითად, ნარკოტიკების წარმოება და ვაჭრობა) გლობალური ხასიათისაა და,
მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესს მრავალი წელია ებრძვის როგორც ეროვნული
მთავრობები, ისე საერთაშორისო ინსტიტუციები (მაგალითად, ინტერპოლი), ის
მაინც აგრძელებს არსებობას. სწორედ არალეგალური გლობალიზაცია ადასტურებს
მის, როგორც ასეთის, შეუქცევადობას (Papava, 2022b), და ყველაფერი, რაც ხელს
უშლის მას, არა დეგლობალიზაციას, არამედ ფსევდოდეგლობალიზაციას იწვევს
(Papava, 2021).
მაშასადამე, დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირებაში, ამ უკანასკნელის მთავარი
„მოკავშირე“ სწორედ უკანონო გლობალიზაციაა, რომელიც დაინტერესებულ
კომპანიებს აძლევს საშუალებას გვერდი აუარონ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის
მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებით განპირობებულ შეზღუდვებს.
შესაბამისად, დასავლეთის მთავარი გამოწვევა რუსეთის რეალური
დასუსტებისათვის ეკონომიკური სანქციების განხორციელებაზე გლობალური

კონტროლის გაძლიერებაა, რაც, უწინარეს ყოვლისა, იმ ქვეყნების კომპანიებს უნდა
შეეხოს, რომლებიც ამ სანქციების დამწესებალ ქვეყნებში მდებარეობენ.

გამოყენებული ლიტერატურის სია

Aris B. (2022). “Sanctions Leakage: Pipes and Tankers.” bne Intellinews, September 9, <https://www.intellinews.com/sanctions-leakage-pipes-and-tankers-255966/>.

Berman I. (2023). “Western Business Is Still Sustaining Russia’s War.” The Hill, January 30, <https://thehill-com.cdn.ampproject.org/c/s/thehill.com/opinion/international/3835419-western-business-is-still-sustaining-russias-war/amp/?fbclid=IwAR3RxedQEewOrlkDaoT7QB7N7cbfN_5z-gQnaM_2-OhOIhhIlayQN8fQsbA>.

Bugriy, M. (2022). “The Oil War: Facing EU Embargo, Russia Targeted Ukraine’s Supplies.” Eurasia Review, May 20, <https://www.eurasiareview.com/20052022-the-oil-war-facing-eu-embargo-russia-targeted-ukraines-supplies-analysis/>.

Chief Executive Leadership Institute. (2023). “Over 1,000 Companies Have Curtailed Operations in Russia—But Some Remain.” Yale School of Management, February 5, <https://som.yale.edu/story/2022/over-1000-companies-have-curtailed-operations-russia-some-remain>.

Deen T. (2023). “Iranian Drones Include US and Western Components.” Eurasia Review, January 11, <https://www.eurasiareview.com/11012023-iranian-drones-include-us-and-western-components-oped/?fbclid=IwAR3cvzUIiJRQdnljaN-2J5s7KXDRZpz_7lTkmPrSr7wEzjNed__V_o3gRVc>.

Euronews. (2023). “More than 550 Global Companies are Still Doing Business in Russia. Many are European.” Euronews, January 20, <https://www.euronews.com/my-europe/2023/01/20/more-than-550-global-companies-are-still-doing-business-in-russia-many-are-european?fbclid=IwAR0c3-2aRZZKMu8UgDT2fVFLBabzhfjxpTjBHCKdaRU8LsPiC428xTo0grs>.

Frum, D. (2022). “The Food War.” The Atlantic, March 8, <https://www.theatlantic.com/ideas/archive/2022/03/rising-food-prices-ukraine-russia-war/626967/>.

Papava V. (2021). “On Pseudo De-Globalization, Silk Road of Global Value Chains and Role of Georgia.” Eurasia Review, October 18, <https://www.eurasiareview.com/18102021-on-pseudo-de-globalization-silk-road-of-global-value-chains-and-role-of-georgia-oped/>.

Papava V. (2022a). “Cold War vs. Hot War in 2022.” Eurasia Review, February 28. <https://www.eurasiareview.com/28022022-cold-war-vs-hot-war-in-2022-oped/>.

Papava V. (2022b). “On Illegal Globalization, Or Can Globalization Ever End?” Eurasia Review, December 19, <https://www.eurasiareview.com/19122022-on-illegal-globalization-or-can-globalization-ever-end-oped/>.

Papava V. (2022c). “On Sanctionomics.” Eurasia Review, March 14, <https://www.eurasiareview.com/14032022-on-sanctionomics-oped/>.

Papava V. (2022d). “On the Main Challenges of the Architecture Transformation of the World Economy.” Eurasia Review, March 31, <https://www.eurasiareview.com/31032022-on-the-main-challenges-of-the-architecture-transformation-of-the-world-economy-oped/>.

Ruehl J. P. (2022). “Sanctions Batter Russia as the Kremlin Attempts to Overcome Them.” Eurasia Review, December 6, <https://www.eurasiareview.com/06122022-sanctions-batter-russia-as-the-kremlin-attempts-to-overcome-them-oped/>.

Yahoo. (2022). “UK ‘Quietly’ Imports Tens of Millions Worth of Russian Oil – The Times.” Yahoo, November 21, <https://www.yahoo.com/video/uk-quietly-imports-tens-millions-122300070.html>.

U.S. Department of State, n.d. “Iran Sanctions.” U.S. Department of State, <https://www.state.gov/iran-sanctions/>.

 

სტატია თარგმნილია ინგლისურიდან. ორიგინალია: Papava V. (2023). “Illegal Globalization is Russia’s Main “Ally” against the West” Eurasia Review, February 9, <https://www.eurasiareview.com/09022023-illegal-globalization-is-russias-main-ally-against-the-west-oped/>.

მსგავსი სიახლეები

ილია და დღევანდელობა

ილია და დღევანდელობა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს პ.გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი. ილია ჭავჭავაძე, საქართველოს ისტორიის მეორე სვეტად წოდებული „ქართული…
2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული…
საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…