აშშ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის გუშინდელი კომენტარიდან ირკვევა, რომელიც მან ტრადიციული პრესბრიფინგის დროს გააკეთა. მისივე თქმით, ვაშინგტონმა საქართველოსთან კავშირების გადახედვის შესახებ„რუსული კანონის“ მიღების საპასუხოდ დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქ საუბარია პოლიტიკის სერიოზულ გადახედვაზე და ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა.
“ეს ეხება დახმარების ოდენობას, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს. დაახლოებით 390 მილიონი აშშ დოლარი დაიგეგმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს გადახედვის პროცესშია. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე, რომლის შესახებაც ჩვენ ორი კვირის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა ვსწავლობთ, როდის და როგორ განვახორციელოთ. ასე რომ, ნახავთ და ჩვენგან მეტს მოისმენთ ამ საკითხზე“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ცნობისთვის, აშშ-მა სავიზო სანქციები გამოაცხადა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელთა და მათი ოჯახების წინააღმდეგ.
ამის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…