დუბაის კულინარიული ფესტივალი იწყება

დუბაის კულინარიული ფესტივალი იწყება

დუბაის კულინარიული ფესტივალი (Dubai Food Festival -DFF 2024) ამ კვირიდან იღებს
სტარტს. 19 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ქალაქი 200+ მეტი ეროვნების
სამზარეულოს კერად გადაიქცევა. ადგილობრივი კვების ობიექტებით დაწყებული
მიშლენის ვარსკვლავების მქონე საერთაშორისო რესტორნების ჩათვლით, ფესტივალი
ყველა გემოვნების ადამიანს შესთავაზებს შთამბეჭდავსა და აღსაფრთოვანებელ
გემრიელობებს.
რეგიონის უმსხვილეს გასტრონომიულ დღესასწაულს ღონისძიებებით დატვირთული
23-დღიანი საინტერესო პროგრამა ექნება. რიგით მე-11 ფესტივალზე წარმოდგენილი
იქნება დუბაის რესტორნების კვირეული, Foodie Experiences, სპეციალური დეგუსტაციის
მენიუები, ექსპერიმენტული ღონისძიებები, მასტერკლასები, ოთხი ხელიდან ვახშმები,
აქცია -კერძი 10 დირჰამად,e& Beach Canteen, შეფ მზარეულების მენიუები,
გო'ე'მიოს (Gault&Millau) კულინარიული ინოვატორების ღონისძიება და სხვ.
წელს, ფესტივალის დაწყებამდე, დუბაის გარე კვების უნიკალური სცენების
წარმოსაჩენად ახალბედა ფოტოგრაფებისთვის Food Focus Photography Competition
ჩატარდა. ნამუშევრების მიღება უკვე დასრულებულია და ამჟამად კონკურსის ჟიური
გამარჯვებულებს ავლენს.
ფესტივალის ორგანიზატორია დუბაის ფესტივალებისა და საცალო ვაჭრობის
დაწესებულება (DFRE).

მსგავსი სიახლეები

ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში

ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში

ვახტან ბურდული – ინსტიტუტის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე…
Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას…

Galt & Taggart-ი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე შეამცირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში არის…
ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან…