აშშ-საქართველოს ვაჭრობამ ისტორიულ $2 მლრდ-ს მიაღწია… ჩემთვის ეს საკმარისი არაა – ელჩი

აშშ-საქართველოს ვაჭრობამ ისტორიულ $2 მლრდ-ს მიაღწია… ჩემთვის ეს საკმარისი არაა – ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, გასულ წელს, აშშ-საქართველოს შორის რეკორდულად გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, საკმარისად არ მიიჩნევს. ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ოდესმე. საკითხზე დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს ქართულ კომპანიებსა და ინდუსტრიებს, რათა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება იცით, რომ მე ეკონომიკის სფეროშიც ვმუშაობდი და ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდი ურთიერთობები ამ სფეროში გამემყარებინა. გასულ წელს, ჩვენმა ვაჭრობამ ისტორიულ $2 მილიარდს მიაღწია. ჩემთვის ეს არ არის საკმარისი. პროგრამების მთელი სპექტრია, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საჯარო პარტნიორობას. მაგალითად, ივნისში შტატებში სხვადასხვა კომპანიის ინდუსტრიის წარმომადგენლებს წავიყვანთ, რითაც მხარს დავუჭერთ მათ მონაწილეობას საინვესტიციო კონფერენციაში. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ოდესმე იყო“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

რა გეგმა აქვს მთავრობას აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით? – ლევან დავითაშვილის პასუხი

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 046 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც აშშ-სთან ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შესაბამისად, ამერიკასთან ექსპორტ-იმპორტი 2023 წელს ჯამურად 60.1%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკასთან მთავარი სავაჭრო საქონელი, რამაც გასულ წელს ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია მსუბუქი ავტომობილებია. სავაჭრო პარტნიორობის დიდი ნაწილი – 95.2% იმპორტზე მოდის. გასულ წელს ამერიკიდან საქართველომ 1 მილიარდ 949 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2022 წლის იმპორტს 92.5%-ით აღემატება.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…