ექსპრემიერის ღვაწლი და ჩინური  პერსპექტივა

ექსპრემიერის ღვაწლი და ჩინური პერსპექტივა

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალში „გზა“ N5, 1/2/2024, გვ. 5-6

როქი უწოდა ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა, პირველ საკადრო ცვლილებას,
რომელიც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას მოჰყვა. შეგახსენებთ,
რომ 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა
განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და აღნიშნა, რომ „სხვებსაც უნდა
მიეცეს შესაძლებლობა“…
სულ ცოტა ხნის წინ პრემიერი ღარიბაშვილი მის მიერ გატარებულ სწორ
პოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკის გაზრდილ მაჩვენებლებზე საუბრობდა. მისი
თქმით, „2 წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო, 2022 წელს ზრდის
მაჩვენებელი – 10.4%, გასულ წელს კი, – 7%, ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან
დაბალია და ბოლო 7 თვის განმავლობაში 1%-ზე ნაკლებ ნიშნულზე იყო“.
მაშ რატომ დატოვა პოსტი, მმართველი გუნდის შეფასებით, წარმატებულმა
მინისტრმა, რამდენად ჯეროვანი იყო მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური
გადაწყვეტილებები, ამის შესახებ ეკონომისტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა
გვესაუბრება.

– შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ შედეგებიდან გამომდინარე ირაკლი
ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო. მართლაც, მან წარმატებით
გაართვა თავი იმ რთულ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი
აგრესიულობით გამორჩეული ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებასთან იყო
დაკავშირებული. ამას თან ერთვოდა პანდემიის ურთულესი პერიოდი. 2021-2022

წლებში პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ
მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. ეს ბ-ნი ღარიბაშვილის მიერ გატარებული
პოლიტიკის აშკარა წარმატება იყო. ასევე ღარიბაშვილის წარმატებად მიმაჩნია ის
ფაქტი, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენმა
ქვეყანამ გაუძლო ცდუნებას და ზეწოლას, ჩართულიყო ამ ომში და მშვიდობის
შენარჩუნებით ქვეყანამ შეძლო ეკონომიკური განვითარება. ირაკლი ღარიბაშვილის
დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის
კანდიდატის სტატუსი მიიღო. იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულებას ღარიბაშვილმა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პირველად ყოფნის
დროს მოაწერა ხელი.
– ღარიბაშვილი ამბობდა და თქვენც ადასტურებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ოპოზიცონერი ლიდერების
ვერსიით, ღარიბაშვილი უბრალოდ ცრუობდა და ამაზე მეტყველებს, როგორც
რიგითი მოსახლეობის ცარიელი მაცივრები, ასევე გაზრდილი ემიგრაცია.
– ოპოზიცია, იმისათვის არსებობს, რომ მთავრობა გააკრიტიკოს. კვალიფიციური
ოპოზიცია ამას კვალიფიციურად აკეთებს, აგრესიულ ოპოზიციას კი სხვა –
სიტუაციის მაქსიმალურად რადიკალიზაციის გზა აქვს არჩეული. სტატისტიკას,
რომელმაც საქართველოს ეკონომიკის ზრდა დააფიქსირა, აღიარებს საერშაშორისო
სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. მე როგორც საქართველოს ყოფილი
ეკონომიკის მინისტრი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თუ სავალუტო
ფონდი ან მსოფლიო ბანკი სტატისტიკურ მაჩვენებელში ეჭვს შეიტანს, ამ
მონაცემებს არ იზიარებს. 2021 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა
თამამმა ნაბიჯებმა ე.წ. „ზამბარის ეფექტის“ როლი იქონია, რის შედეგადაც წლიურმა
ეკონომიკურმა ზრდამ გადააჭარბა 10 პროცენტს, მაგრამ ეს შთამბეჭდავი ზრდა
უფრო მაღალმა – 13%-იანმა წლიურმა ინფლაციამ გადაფარა. მაღალი ინფლაცია კი
გლობალური მოვლენა იყო, რადგანაც მსოფლიოში ეკონომიკის ცალკეული დარგების

გაჩერებამ გამოიწვია მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტა, რაც მიწოდების
შემცირებაში გამოიხატა. ეს კი თავის მხრივ უცილობლად განაპირობებს ინფლაციის
მაღალ დონეს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული
ქვეყანაა, ინფლაციის მაღალი დონისგან დაცული ვერ იქნებოდა. მაგრამ
წარმოიდგინეთ ისეთი შემთხვევა, რომ ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივთან
შედარებით 2-ჯერ ან თუნდაც 3-ჯარ ნაკლები რომ ყოფილიყო, მაშინ მოსახლეობას
გაზრდილი ინფლაციის პირობებში კიდევ უფრო გაუჭირდებოდა. რაც შეეხება 2022
წელის ეკონომიკურ ზრდას, ეს მეტწილად განაპირობა იმან, რომ საქართველო
გახდა რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან გამოქცეული ადამიანების
თავშესაფარი. მათ საქართველოში თავისი ბიზნესი გადმოიტანეს. ამ ქვეყნებიდან,
განსაკუთრებით კი რუსეთიდან შემოსული ნაკადის დიდმა ნაწილმა 2023 დატოვა
საქართველო – ზოგი სამშობლოში დაბრუნდა, ზოგიც მესამე ქვეყნებში გადავიდა.
მიუხედავად ამისა, 2023 წელსაც საკმაოდ მაღალი 7 პროცენტიანი ეკონომიკური
ზრდა ფიქსირდება. ფაქტია, რომ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური
პოლიტიკის შედეგია ის, რომ 2012 წელთან შედარებით 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტი 3-ჯერაა გაზრდილი, რამაც შესაძლებელი გახადა მოსახლეობისთვის
ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაფართოება, არსებითად იზრდება
მასწავლებლების ხელფასები, პენსიები, სხვადასხვა სახეობის სოციალური
გასაცემები, რისი არდანახვა შეუძლებელია.
– თუმცა, ეს მაინც მოკლევადიანი შედეგის მომტანია და დიდწილად არც იყო ჩვენი
ხელისუფლების მუშაობის შედეგი. ეს მოცემულობა შექმნა რუსეთ-უკრაინის ომმა.
– არ ვზიზიარებ, რომ ნაჩვენები ეკონომიკური შედეგები არ იყო ჩვენი
ხელისუფლების მუშაობის ნაყოფი. პირიქით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება
უშუალოდ ამ ხელისუფლების დამსახურებაა. მართალია, როგორც უკვე გითხარით,
ქვეყნანაში მიგრანტები შემოვიდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ მათი დიდი ნაწილი
ქვეყნიდან გავიდა. რა თქმა უნდა, ამაზე ეკონომიკური პროგრესის აგება

შეუძლებელია. ეკონომიკური განვითარება შესაძლებელია იმ მოცემულობაზე
დაყრდნობით, რომ საქართველო არის ჩინური პროექტის – „შუა დერეფნის“ ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი სახელწიფო. სწორედ 2022-2023 წლებში განსაკუთრებით
გამოიკვეთა ახალი პერსპექტივები, ჩინური ინიციატივის „ერთი გზა, ერთი
სარტყელი“ ფარგლებში „შუა დერეფანის“ პროექტის სახით. თავდაპირველად, 2013
წელს, როცა ეს ინიციატივა ჯერ კიდევ გაჟღერდა, მასში საქართველო საერთოდ არ
იყო გათვალისწინებული. საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა საქართველოს
მთავრობას იმისათვის, ამ პროექტში გაჩენილიყო საქართველოზე გამავალი „შუა
დერეფანი“. ჩინეთი ევროპასთან დასაკავშირებლად, დერეფნად იყენებდა რუსეთის
ტერიტორიას. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა და დასავლეთის მიერ
რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის სატრანსპორტო დერეფნის
დახურვა გამოიწვია. ჩინეთისთვის საჭირო გახდა ალტერნატიული გზის მოძებნა. ეს
გზა ჩინური ინიციატივის რუკაზე უკვე არსებობდა და ის აზრებაიჯანსა და
საქართველოზე გადის. ჩინური ინიციატივა რატომ არის საინტერესო? გასული
საუკუნის 90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის დროს დაწყებულ „განახლებულ
დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტს ორი „ხარვეზი“ ჰქონდა. კერძოდ, ჯერ ერთი, ეს
„გზა“ ჩინეთამდე არ ჩადიოდა, ის ცენტრალურ აზიაში მთავრდებოდა, და, მეორე – ეს
იყო სტრანსპორტო, და არა ეკონმიკური დერეფნის პროექტი. „შუა დერეფანი“ არ
არის მხოლოდ სატრანსპორტო დერეფანი, ის ეკონომიკური დერეფანიცაა. ეს არის
ჩინური ნიციატივის მომხიბვლელობა. ამ პროექტში მონაწილე ქვეყნებმა თავადაც
უნდა დაიწყონ წარმოება და შედეგად გახდნენ ექსპორტიორები, ამ სატრანსპორტო
დერეფნის გამოყენებით. პრაქტიკულად, სატრანსპორტო დერეფანი ეკონომიკურ
დერეფნად ტრასნფორმირდება. ეს უკვე ის რეალური ბერკეტია, რამაც უახლეოეს
წლებში საქართველოს ეკონომიკის ამოძრავება უნდა განაპირობოს.
– მაგრამ ამასობაში ქართველების შრომისუნარიანი და ინტელექტუალური ნაწილი
ქვეყნიდან შეუქცევადად გაედინება…

– არ ვიტყოდი, რომ ეს პროცესი შეუქცევადია. გასაგებია, რომ ქართველი ტოვებენ
ქვეყანას, მაგრამ ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რამდენი დაბრუნდება
უკან. როდესაც კომუნისტური რეჟიმი დაინგრა და მოსკოვმა გავლენა დაკარგა
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, იქიდან მოსახლეობამ მასობრვად დაიწყო
გადინება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში – სამუშაოდ. დღეს, მაგალითად,
პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, მაგრამ
მაინც გარბიან იქიდან ადამიანები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იმიტომ რომ
დასავლეთში უფრო დიდი ანაზღაურებაა. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული არც
საქართველოში ხდება. ქართველების უკან დაბრუნება კი დამოკიდებულია იმაზეა,
დახვდებათ თუ არა, მათ შესაბმისი პროფილური სამსახურები. რა არის ამისთვის
გასაკეთებელი?! პირველ რიგში აუცილებლად უნდა განვითარდეს ქვეყანაში
ეკონომიკის ისეთი მატერიალური წარმოების დარგები, როგორიც არის მრეწველობა
და სოფლის მეურნეობა. რაც მთავარია, საქართველო უნდა გადავიდეს
თვისობირივად განსხვავებულ ახლა მოდელზე, რომელიც „ცოდნაზე დაფუძნებული
ეკონომიკის“ სახელითაა ცნობილი. ამ გზით თუ ვივლით, საქართველოში გაჩნდება
მაღალანაზღაურებადი, მაღაკვალიფიციური სამსახურები.
– მინდა შევეხოთ იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს ეკონომიკა დღითიდღე
დამოკიდებული ხდება რუსეთზე. სამწუხაროდ, დროდადრო რუსეთთან
საქართველოს ფარული ვაჭრობის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. ჩვენ ვხედავთ,
რომ დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს რუსეთის იზოლაციაში მოქცევას. ცოტა
ხნის წინ ვროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ
გაახანგრძლივა და ახალი პაკეტიც მიიღო. ამ პირობებში, რა საფრთხისა და
გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რუსეთზე დამოკიდებული საქართველოს
ეკონომიკა?
– სამწუხაროდ, ამ სანქციებს თავად მათი დამწესებლები არღვევენ. მაგალითად,
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვაზე დასავლეთმა დააწესა

ფასის ზედა 60 აშშ დოლარიანი ზღვარი, 2023 წლის მიწურულს ეს სანქცია თავად
აშშ-მ დაარღვია, და ორჯერ განახორციელა რუსული ნავთობის შესყიდვა ჯერ 74,
შემდეგ კი 76 აშშ დოლარად. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც უკრაინელებმა
რუსების მიერ გამოყენებული ირანული დრონები ჩამოაგდეს და დაშალეს, გაირკვა,
რომ დრონების შიგთავსის 82 პროცენტი აშშ-ში ყოფილა წარმოებული. ამაზე აშშ-ში
სერიოზული გამოიძებაა დაწყებული. გასათვალისწინებელია, რომ ირანის
წინააღმდეგ აშშ-ს უკვე არაერთი ათეული წელია, რაც დაწესებული აქვს
ეკონომიკური სანქციები! არც თუ დიდი ხნის წინ დასავლეთმა აამოქმედა
სანქციების მე-12 პაკეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წინა პაკეტი „ხვრელებითაა“
სავსე… მართალია, საქართველო არ შეერთებია ხსენებულ ეკონომიკურ სანქციებს,
მაგრამ თბილისი, სადაც მას ეს მოეთხოვება ამ სანქციებს იცავს. ისიც
გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ იმდენი ჩასაფრებული, მათ შორის შინაური, მტერი
გვყავს, რომ რაიმე გადაცდომას რომ ჰქონდეს ადგილი აუცილებლად ატეხდნენ
საყოველთაო განგაშს. საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
მოპოვების დღიდან რუსეთი სიდიდით ყოველთვის იყო რიგით პირველი ან მეორე
სავაჭრო პარტნიორი. დღეს მსოფლიოში მიმდინარე „სასურსათო ომის“ პირობებში
ძნელია, იქნებ შეუძლებელიც კი, რუსული ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლო სხვა
ქვეყნის ხორბლით. ამ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი
წარმოების ზრდას. არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის პარტნიორების
რიცხვის გაზრდა, ანუ საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია, რაც შეამცირებს რისკებს
და გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დონეს.
ინტერვიუ მოამზადა ხათუნა ბახტურიძემ

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…