მიკრობანკები „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში თანადაფინანსების კომპონენტში ჩაერთვებიან. შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდა საკრედიტო-საგარანტიო დაფინანსების სქემის შესახებ დადგენილებაში.
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი, რომელთანაც, ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის 1231-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პროგრამის ფარგლებში და პროგრამის მიზნებისათვის, აღნიშნული ტერმინი შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც ბანკი/კომერციული ბანკი. მიკრობანკი პროგრამაში მონაწილეობს მხოლოდ თანადაფინანსების მიმართულებით“, – წერია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში.
ამასთან, დადგენილებაში დაზუსტდა ტერმინი საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ და ჩანაწერი ასეთია: მეწარმე სუბიექტია ყველა პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, გარდა: სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა.
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…
“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც მიმოხილვაში…
“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც…