ახალი ასაფრენი ზოლი და ტერმინალი ქუთაისის აეროპორტში – რას აანონსებს მთავრობა?

ახალი ასაფრენი ზოლი და ტერმინალი ქუთაისის აეროპორტში – რას აანონსებს მთავრობა?

მთავრობა მომავალ წლიდან ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყებას აანონსებს. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის შემუშავებული ახალი დოკუმენტი – „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია” ითვალისწინებს და ის ქუთაისში წლების წინ დაპირებული, თუმცა ამ დრომდე შეუსრულებელ სატვირთო ტერმინალის მშენებლობას ეხება. 

დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა.

კერძოდ, 2023 წელს იგეგმება ახალი, 3,200-3,500-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

„აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთანავე, ახალი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის მშენებლობის იდეა და დაპირებაც რამდენიმე წელია არსებობს. ამ დრომდე საჰაერო ტვირთებს მხოლოდ თბილისის აეროპორტი ემსახურება. ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ქუთაისის ტერმინალიდან გადაზიდვის ტარიფები თბილისის ტერმინალებთან შედარებით დაბალი იქნება, რაც მათთვის საჰაერო გადაზიდვებს მეტად ხელმისაწვდომს გახდის.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. 2017 წელს დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, რომელშიც სახელმწიფომ 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაშიც 8 მლნ ლარი დაიხარჯა.

„ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რის შედეგადაც, 2030 წლისთვის გაორმაგდება პანდემიამდე მიღებული შემოსავლები და გაიზრდება საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირებული 9.3 მილიონიდან 13 მილიონამდე.

მსგავსი სიახლეები

„ზედიზედ 2 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია“

„ზედიზედ 2 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც სწორი…

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ მან მთავრობის…
ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ გამოიყოფა – ვინ შეასრულებს პროექტებს?

ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ გამოიყოფა –…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ₾200 მლნ გამოიყოფა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე 2023 წლის…
საქართველოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი აქვს – MONEYVAL

საქართველოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი აქვს – MONEYVAL

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანო MONEYVAL-ი საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების…