ბოლო 3 წელია საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა – ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო 3 წელია საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოიტანა, ასე ვთქვათ, დაიწყო და მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.

რა თქმა უნდა, მე კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც დღეს რჩება ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და სამწუხაროდ, 20% ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის არის ოკუპირებული და ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად ჯერ კიდევ მაღალი უმუშევრობის დონე, სიღარიბის დონე, თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ წელს ძლიერი ეკონომიკური განვითარების შედეგად, სიღარიბის დონე და უმუშევრობის დონე ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე, ასევე ქვეყნის ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.

რა თქმა უნდა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რთულ სიტუაციაში, ჩვენთვის მთავარი სახელმძღვანელო, მთავარი პრინციპი და ასე ვთქვათ, კონსტიტუცია, მე ამ სიტყვას გამოვიყენებ, არ მოვერიდები, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ჩვენ დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ასეთ ვითარებაში, ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, თავისი გამოწვევებით, თავისი ეროვნული ინტერესებით, რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით.

შესაბამისად, მეგობრებო, სახეზე არის კონკრეტული შედეგი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, მას შემდეგ დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის, ეს არის რეალობა”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…