ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, – განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გააკეთა.
მან საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების პოტენციალზე ისაუბრა.
„ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში, კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.
ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა იქნება საჭირო, რადგან „ეს უნდა იყოს ერთობლივი, შეხმატკბილებული ძალისხმევა“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი“.
ილჰამ ალიევის განცხადებით, საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარდგენილი არიან ერთ ფრონტზე.
„ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები – ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
“თიბისი კაპიტალის” თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება სიურპრიზი არ ყოფილა, ვინაიდან წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა…
2025 წლის 10 თებერვალს, თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან: ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან გაიმართა. საგარეო საქმეთა…
„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ , – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში ქვემო სვანეთში მდებარე ტურისტული ობიექტის, Roots Svaneti-ს…