“ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შექმნაში მინიმალური როლი გვაქვს” – მიხეილ ხიდურელი

“ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შექმნაში მინიმალური როლი გვაქვს” – მიხეილ ხიდურელი

“ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შემუშავებაში მინიმალური როლი გვაქვს“, – ამის შესახებ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პროცესში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტია ჩართული.

„ჩვენ მინიმალური როლი გვაქვს, რადგან კანონმდებელი ორგანო არ ვართ. ინვესტიციების კანონის მიმართულებით, უფრო მეტად, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენი როლიც არის. ქვეყანა, რომელსაც დახვეწილი და ჰარმონიზებული კანონი ექნება, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ინიცირებას გეგმავს. მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა. კანონის შემუშავების შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების მოხსენებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…