როგორ უნდა მოიქცნენ ავტობუსის ზოლში მოძრავი ტაქსები, რომ არ დაჯარიმდნენ? – მერის მიმართვა

როგორ უნდა მოიქცნენ ავტობუსის ზოლში მოძრავი ტაქსები, რომ არ დაჯარიმდნენ? – მერის მიმართვა

თბილისის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მიმართავს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნებელი, რათა არ დაჯარიმდნენ.

საავტობუსო ზოლში მოძრაობის პირობები და წესები თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.

„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელსაც ყავთ 10 წლამდე ასაკის ავტომობილი, მივეცით საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. მათ უნდა აიღონ სპეციალური სტიკერი, რომელიც უნდა განათავსონ წინა საქარე მინაზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ასევე, აუცილებელია სპეციალური ტაქსის მანიშნობელი, რომელიც ჩვენ დავურიგეთ. იყო შემთხვევები, როდესაც საავტობუსე ზოლში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ტაქსის მანიშნებელი, ან სტიკერი – ეს იწვევს დაჯარიმებას. მანიშნებელიც და სტიკერიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გაითვალისწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოწერილი იქნება ჯარიმა. ჯარიმების გამოწერა არავის სიამოვნებს, უბრალოდ დავიცვათ წესრიგი და ის რეგულაციები, რომელიც გაწერილია და რომელთან დაკავშირებით, თქვენ სრული ინფორმაცია გაქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სტიკერების გაცემის პროცესს, მერის ინფორმაციით, დღეისთვის გაცემულია 1 600-ზე მეტი სტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსე ზოლში.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის იმ მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება, რეგულაცია არ იცვლება – ისინი საავტობუსე ზოლში მხოლოდ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმით უფლებით სარგებლობენ.

ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე QR კოდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის, 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებით, მგზავრს შეუძლია ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…