საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, ერთ კვირაში ოქროს ფასი 2.6%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 2,070 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ოქროზე მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომაც ამჟამად მისი ფასი იმატებს.
ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტი და აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებაა. ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორც წესი, ინვესტორები თავის დასაზღვევად ოქროს ყიდულობენ.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…