21 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა ნოემბერში

21 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა ნოემბერში

ნოემბერში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 466 ლარი შეადგინა, რაც 99%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.

მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ ორი გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც “ლიბერთი ბანკს” უკავშირდება. ამ ტრანზაქციების შედეგად, დღიურმა საშუალო ბრუნვამ 21 ლარი შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მაგალითად აპრილში ბრუნვა 0 ლარი იყო.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

საინტერესოა ისიც, რომ გასული წლებისთვის 0-ლარიანი ბრუნვა საკმაოდ დამახასიათებელი მოვლენა იყო, 2021-22 წლებში თვეების განმავლობაში ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ ხორციელდებოდა.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…