საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება – ერთთვიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,933 დოლარს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში ძვირფასი მეტალი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 16%-ითაა გაძვირებული.
ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთან და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. ინფლაციის შემცირების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ, აშშ-ის ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, დადებითად აისახება ოქროს ფასზე.
გასათვალისწინებელია, რომ FED-ის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მსოფლიოს მასშტაბით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა და დასუსტებული ეროვნული ვალუტები ოქროს ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.
ზოგადად, ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში.
ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.
რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…