ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს კვლევას, რომელიც დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება, რომლის შედეგების მიღების შემდეგაც, მთავრობა მოსახლეობას შეღავათების და წახალისებების ახალ ფაქტორებს შესთავაზებს, მათ შორის იპოთეკური სესხების სუბსიდირების ნაწილში. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა
საქმე ის არის, რომ რამდენიმე თვის წინ პრემიერმა იპოთეკური სესხების სუბისიდირების პროგრამის გაფართოება დააანონსა. „ორი წლის წინ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის ამოქმედება. ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეკონომიკის სამინისტრო გასცემს ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ სესხებს, უფრო სწორედ, ბანკებთან თანამშრომლობს. გვინდა, რომ ეს გავაფართოოთ, უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ“, – თქვა ღარიბაშვილმა. მედია დღეს დაინტერესდა, არის თუ არა სიახლე ამ მიმართულებით.
„ამ პროგრამის არსიც და ძირითადი მნიშვნელობაც არის ის, რომ ჩვენს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდეს. ეს უკვე ირიბად არის დაკავშირებული სექტორის წახალისებასთან, სამშენებლო სექტორის განვითარებასთან და ზრდასთან, მიზანი ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.
თქვენ იცით, რომ შექმნილია დემოგრაფიული საბჭო, რომელიც მსჯელობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და დღეს მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეტალური კვლევები, თუ რა არის უფრო მეტად წამახალისებელი ფაქტორები, რომ ჩვენს ქვეყანაში სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი ფაქტორები შემოვიღოთ, იგივე იპოთეკის სუბსიდირების პროგრამაში, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტული მიზნით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დემოგრაფიული საბჭოს ფორმატში ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში, როცა კვლევის სრული სურათი გვექნება და საზოგადოებას ახალი წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური…
ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის…
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…