დამამუშავებელ მრეწველობაში კლება მინერელური წლების წარმოების შემცირებამ გამოიწვია – თოდრაძე

დამამუშავებელ მრეწველობაში კლება მინერელური წლების წარმოების შემცირებამ გამოიწვია – თოდრაძე

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.

საქსტატის აღმასრულებელის დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ტრანსპორტის სექტორში ზრდა ძირითადად გაზრდილ სატვირთო გადაზიდვებს უკავშირდება.

“ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო სატვირთო-სატრანსპორტო მომსახურებასთან. ეს ძირითადად სახმელეთო ტრანსორტის მიმართულებით მოხდა, თუმცა ასევე გაზრდილია საჰაერო ტრანსპორტის მაჩვენებელიც. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელების ზრდის შედეგად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც, რამაც რასაკვირველია დადებითი წვლილი შეიტანა ივლისის ეკონომიკურ ზრდაში. ზრდის ტენდენციები ასევე შეინიშნებოდა მშენებლობის სექტორშიც, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ მშენებლობასთან და სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაახლოებით 44%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების ექსპორტის მოცულობაც. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სექტორში განხორციელებული მომსახურების ზრდასთან”,-განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, სამთომოპოვებით მრეწველობაში ზრდის ტენდენციები ფერადი ლითონების მოპოვებამ განაპირობა. რაც შეეხება ვაჭრობას, ამ სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა ავტომობილების რეექსპორტმა და მათი ნაწილებით ვაჭრობის გაზრდილმა მაჩვენებელმა. რეექსპორტის მაჩვენებელი წლიურად თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი.

ივლისში კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში, რაც თოდრაძის განცხადებით, განაპირობა მინერალური წლების წარმოების შემცირებამ. საანგარიშო პერიოდში მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი დაახლოებით 14%-ით არის შემცირებული. 

“გაზრდილია როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობა. ზრდის ტენდენცია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც შეინიშნებოდა, რაზეც საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ზრდამ მოახდინა გავლენა. რაც შეეხება კრების ტენდენციებს, ეს ძირითადად შეინიშნებოდა დამამუშავებით მრეწვეობსა და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორებში. დამამუშავებელ მრეწველობაში კლების ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან და მინერალური წყალის წარმოების შემცირებასთან. უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში შემცირება დაკავშირებულია მომსახურების მოცულობის კლებასთან”,-განაცხადა საქსტატის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…