საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია და ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. ასე შეაფასა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის შესახებ განახლებული მონაცემები.
საქსტატის ცნობით, საქართველოში სიღარიბე მცირდება და 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
„იცით, რომ წინა კვირას ამის თაობაზე ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ქონდა საუბარი, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა მონაცემები, დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული“, – განაცხადა პრემიერმა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მან ქვეყანაში პირველ კვარტალში შექმნილ სამუშაო ადგილების რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა.
„პირველ კვარტალში 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 716 000 შეადგინა, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. ჯერ კიდევ მაშინ პანდემია და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული. მაშინ იყო 31 000 და ეს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა. ახლა, ორი წლის შემდეგ, პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 000-ით გაიზარდა, ასე რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა“, – აღნიშნა პრემიერმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კანონპროექტში წერია, რომელსაც ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს. “საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა…
თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს ჯეი გლიკი, „გენსლერ“ სტუდიის…
“𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია”, – ამის შესახებ კომპანია “არქის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა.…