დეკემბერში ფულადი გზავნილები 42%-ით შემცირდა – რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა?

დეკემბერში ფულადი გზავნილები 42%-ით შემცირდა – რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა?

2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილების კლება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან ფულადი შემოდინებების 78%-იან ვარდნას უკავშირდება. თანხობრივად დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირება 250 მილიონი დოლარია.

სანაცვლოდ, გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, საიდანაც ფულადი შემოდინებები ძირითადად უცხოეთში დასაქმებული ქართველი მიგრანტების გადმორიცხვებს წარმოადგენს.

20 ქვეყანა, საიდანაც 2023 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს:

1) რუსეთის ფედერაცია – $71 მილიონი, კლება წინა წელთან -78%;
2) იტალია – $50 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;
3) აშშ – $46 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%;
4) საბერძნეთი – $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;
5) გერმანია – $22 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%;
6) ისრაელი – $21 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;
7) ყაზახეთი – $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;
8) თურქეთი – $8 მილიონი, კლება წინა წელთან -13%;
9) ესპანეთი – $6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%;
10) საფრანგეთი – $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%;
11) ირლანდია – $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 63%;
12) აზერბაიჯანი – $4 მილიონი, კლება წინა წელთან -11%;
13) გაერთიანებული სამეფო $3.2 მილიონი, კლება წინა წელთან -19%;
14) პოლონეთი – $2.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%;
15) კანადა – $2.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%;
16) ყირგიზეთი – $2.4 მილიონი, კლება წინა წელთან -78%;
17) არაბთა გაერთიანებული საამიროები $1.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%;
18) კვიპროსი – $1.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%;
19) სომხეთი – $1.6 მილიონი, კლება წინა წელთან -22%;
20) ნიდერლანდები – $1.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;

მსგავსი სიახლეები

გერმანიაში, ProWein Dusseldorf-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა – სააგენტო

გერმანიაში, ProWein Dusseldorf-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა…

გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.…
“1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 270 ლარამდე გაიზარდა” – საერთაშორისო ფასების გავლენა ქართულ ბაზარზე

“1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 270 ლარამდე გაიზარდა” –…

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 3 030 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელში თითქმის…
სომხეთში, საქართველოს გავლით, რუსული გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია

სომხეთში, საქართველოს გავლით, რუსული გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია

რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერებულია. ინფორმაცია „გაზპრომ სომხეთის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზი საქართველოს…