საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სისტემის აპრილის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქართულ ბანკებში სულ 43 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული. ამ თანხიდან 21 მილიარდი ლარი ეროვნულ ვალუტაში არის შენახული, ხოლო 23 მილიარდი ლარი კი უცხოურ ვალუტაში – შესაბამისად, ლარიზაციის კოეფიცენტი 48.7%-ია, ხოლო 51.3% უცხოურ ვალუტაში. ლარიზაციის ეს მაჩვენებელი რეკორდულია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტული პუნქტით მეტია.
“დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 48.69 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.63 პროცენტული პუნქტით).
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.57% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.08%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.83%, ხოლო ევროს წილმა 18.28% შეადგინა,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…