მთავრობამ  კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამა დაამტკიცა – პირობები

მთავრობამ კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამა დაამტკიცა – პირობები

“ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი „დანერგე მომავლის“ პროგრამის მეშვეობით გავაშენეთ 2 500 ჰექტარზე მეტი მოცვის ბაღი და სხვა კენკროვანი კულტურები, საიდანაც მომავალ წლებში 20-25 ათას ტონა მოსავალს მივიღებთ” – ამის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი 100%-ით გაიზარდა.

„წელს გვქონდა მოცვის ექსპორტის 100%-იანი ზრდა და განხორციელდა 3 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, დაახლოებით, 18 მლნ ლარის ღირებულების და, როგორც გითხარით, ამ ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ, ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი მოსავალი, რაც დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერების შემოსვლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იქნება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღეს გამართულ სხდომაზე მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის პირობებზეც მინისტრმა ისაუბრა.

„კენკროვანი კულტურები მალფუჭებადია და მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, შექმნან სამაცივრე მეურნეობები და შემდეგ ეტაპობრივად მოახდინონ პროდუქტის რეალიზება. ეს პროექტიც ამ შინაარსის მატარებელია.

ჩვენ დავაფინანსებთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც ჯამურად მინიმუმ 10 ჰა. კენკროვანი ბაღი ექნებათ და თანადაფინანსება იქნება პროექტის მთლიანი ღირებულების 70%, არაუმეტეს 250 000 ლარისა ერთ კოოპერაციაში“ – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა ფერმერების კოოპერაციაში გაერთიანებას წაახალისებს: „ეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება, რომ მცირე და საშუალო ფერმერები გაერთიანდნენ კოოპერაციაში და საკმაოდ მაღალი დაფინანსებით მივცემთ საშუალებას, ჰქონდეთ თანამედროვე შემნახველი მაცივრები, რომლებიც ამ პროდუქტის შემდგომ რეალიზებას შეუწყობს ხელს“.

მსგავსი სიახლეები

რომელი ქვეყნები გამდიდრდნენ ბოლო დროს ყველაზე მეტად?

რომელი ქვეყნები გამდიდრდნენ ბოლო დროს ყველაზე მეტად?

მსოფლიოს მასშტაბით სიმდიდრის განაწილება სწრაფად იცვლება – ყოველ წელს ზოგი ქვეყანა უფრო მეტად მდიდრდება, ვიდრე სხვა ქვეყანა, რაც ბუნებრივი პროცესის ნაწილია.…
გამოკითხულ კომპანიათა 64% მომავალ 6 თვეში ლარის კურსის ცვლილებას არ ელის – BAG

გამოკითხულ კომპანიათა 64% მომავალ 6 თვეში ლარის კურსის ცვლილებას…

2024 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (64%) არ ელის მომავალი 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას, იმ კომპანიების…
5G ქსელის აუქციონზე საწყისი ფასი 37 მილიონი ლარი იქნება – პირობები

5G ქსელის აუქციონზე საწყისი ფასი 37 მილიონი ლარი იქნება…

კომუნიკაციების კომისიამ 5G ქსელის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა – აუქციონში საწყისი ფასი კომბინირებული ლოტისთვის 37.2 მილიონ ლარს შეადგენს და ის სხვადასხვა სიხშირეებს…