ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ აფრთხილებს.

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსრიდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა.

მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ, მომხმარებლებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწერონ – cp@nbg.gov.ge”, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც მთავრობა უზრუნველყოფს –  ირაკლი ნადარეიშვილი

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ…

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის…

თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…