თებერვალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 10.7%-ით გაიზარდა

თებერვალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 10.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის თებერვალში ექსპორტმა 464.6 მლნ აშშ დოლარი, იმპორტმა კი, 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მაშინ, როცა 2023 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტი 455.8 მლნ აშშ დოლარს, იმპორტი კი, 963.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. გასულ თვეს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ 571 მლნ აშშ დოლარი იყო, 2023 წელს კი, 1 მლრდ. 419 მლნ აშშ დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის თებერვალში ექსპორტი 1.9%-ით, იმპორტი კი, 14.2%-ით გაიზარდა, ჯამურად იანვარ-თებერვლის მონაცემებით საგარეო ვაჭრობა შემცირებულია.

2024 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14.8 პროცენტით – 1.5 მლრდ აშშ დოლარიდან 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

იმპორტის კლების ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა 2024 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას უკავშირდებოდეს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვერ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტიც ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ავტომობილების იმპორტზე სანქციებია, თუმცა ფაქტია, შემზღუდავი ნორმების მიუხედავად, თებერვალში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია.

მსგავსი სიახლეები

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…
ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია.…
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…