თელავის აეროდრომის რეკონსტრუქციისთვის პროექტირება იწყება. ახალი ასაფრენ დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და საჰაერო ხომალდების სადგომის პროექტირებისთვის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 1.2 მლნ ლარია.
ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ასაფრენ/დასაფრენი ზოლი და სხვა ინფრასტრუქტურა პერსპექტივის გათვალისწინებით ICAO-ს კოდური აღნიშვნით C კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის დაპროექტება. დოკუმენტაციის მიხედვით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე განისაზღვროს თელავის აეროდრომის პირობებში კრიტიკული საჰაერო ხომალდის CRJ 200 შერჩევით.
ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა კი, 2 ნოემბერს იწურება.
როგორც სექტემბერში გახდა ცნობილი, თელავის აეროპორტის ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. შეთანხმების მიხედვით, ტერიტორია, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ მზადებას გადიან, საავიაციო უნივერისტეტის ბალანსზე რჩება, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი კი, რომელიც უნდა გაფართოვდეს – სახელმწიფოს დაუბრუნდა.
მთავრობა აანონსებს, რომ თელავის აეროპორტის განვითარებაში 25-30 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს. რომლის ფარგლებში
ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1 700 მეტრამდე დაგრძელდება და აეროპორტი შიდა რეისებს მოემსახურება. მთავრობის გეგმით, აეროპორტი პირველ მგზავრს მომავალი წლის მაის-ივნისში მიიღებს.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…