თელავის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროდრომის რეკონსტრუქციისთვის პროექტირება იწყება. ახალი ასაფრენ დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და საჰაერო ხომალდების სადგომის პროექტირებისთვის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 1.2 მლნ ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ასაფრენ/დასაფრენი ზოლი და სხვა ინფრასტრუქტურა პერსპექტივის გათვალისწინებით ICAO-ს კოდური აღნიშვნით C კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის დაპროექტება. დოკუმენტაციის მიხედვით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე განისაზღვროს თელავის აეროდრომის პირობებში კრიტიკული საჰაერო ხომალდის CRJ 200 შერჩევით.

ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა კი, 2 ნოემბერს იწურება.

როგორც სექტემბერში გახდა ცნობილი, თელავის აეროპორტის ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. შეთანხმების მიხედვით, ტერიტორია, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ მზადებას გადიან, საავიაციო უნივერისტეტის ბალანსზე რჩება, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი კი, რომელიც უნდა გაფართოვდეს – სახელმწიფოს დაუბრუნდა.

მთავრობა აანონსებს, რომ თელავის აეროპორტის განვითარებაში 25-30 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს. რომლის ფარგლებში

ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1 700 მეტრამდე დაგრძელდება და აეროპორტი შიდა რეისებს მოემსახურება. მთავრობის გეგმით, აეროპორტი პირველ მგზავრს მომავალი წლის მაის-ივნისში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…