იანვარ-მაისის პერიოდში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის კი – შემცირდა

იანვარ-მაისის პერიოდში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის კი – შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 8,93 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,74 ათასი ტონით ანუ 9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,19 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 1,97 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 1,72 ათასი ტონა (19,3%); გერმანია – 1,04 ათასი ტონა (11,6%), აზერბაიჯანი – 0,54 ათასი ტონა (6%); და სხვ.

2023 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 45.9 ათასი ტონა, რაც 1.1 ათასი ტონით ანუ 2.3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (47 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 51,2% (23,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,5% (9,4 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 19,2% (8,8 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 9,1% (4,2 ათასი ტონა) – თურქეთიდან.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…