კონტეინერების საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯები მცირდება

კონტეინერების საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯები მცირდება

პანდემიის დაწყებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის გადაზიდვის ხარჯები რეკორდულად გაიზარდა და 2021 წლის სექტემბერში კონტეინერით სარგებლობის საფასურმა 11,000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.

ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვის ღირებულების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 2%-ით შემცირდა და კონტეინერის გამოყენების საფასურმა 2,200 დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გადაზიდვის ხარჯების შემცირებას, სავარაუდოდ, პირდაპირ გავლენა ექნება პროდუქციის ფასებზე, განსაკუთრებით კი იმ სექტორებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია აზიიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა.

რაც შეეხება უშუალოდ ინდექსის ვარდნას, ის მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებასთან, ჩინეთში საწარმოო პროცესის აღდგენასთან და გლობალური სავაჭრო მარშრუტების დასტაბილურებასთანაა დაკავშირებული. აგრეთვე გასათვალისწინებელია საწვავის გაიაფება, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ტრანსპორტირების ხარჯებზე. 

მსგავსი სიახლეები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს – კობახიძე

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო…

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და კომპენსაცია მიიღოს – მიხეილ სარჯველაძე

ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება…

„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…