„მაღალანაზღაურებადი პირების ხელფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე -დაბალანაზღაურებადი კადრების“ – სოსო ბერიკაშვილი

„მაღალანაზღაურებადი პირების ხელფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე -დაბალანაზღაურებადი კადრების“ – სოსო ბერიკაშვილი

PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2015 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 76.8%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, ამავე პერიოდში ხელფასების რეალურმა ზრდამ მხოლოდ 17.6% შეადგინა. გარდა ამისა, იგივე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი 34.7%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას ორჯერ აღემატება და იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში მშპ-ს ზრდა მუშა-ხელის ხელფასებზე პროპორციულად არ აისახებოდა.

ამ საკითხზე BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ საშუალო ხელფასის 17.6%-იანი ზრდა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე მედიანური ხელფასის ზრდა.

„სამწუხაროდ, მედიანური ხელფასი კიდევ უფრო ნაკლებადაა გაზრდილი, ვიდრე საშუალო. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალანაზღაურებადი პირების ხელფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე – საშუალო და დაბალანაზღაურებადი კადრების. ამიტომ არის ხალხშიც უკმაყოფილება, რაოდენობრივად დაბალანაზღაურებადი ადამიანი ბევრია უფრო, ვისი ცხოვრებაც არ გაუმჯობესდა.

საკითხავი ისაა, რამდენად აისახა მოსახლეობაზე ეს 17%-იანი ზრდა. საშუალო ხელფასის გამოთვლისას ინფლაცია თუ არ გამოვრიცხეთ, ნომინალური ხელფასის გამოთვლას არ აქვს მნიშვნელობა. თუ მე 2 ჯერ მეტი მაქვს ხელფასი, ვიდრე შარშან, მაგრამ პროდუქცია 3-ჯერ გაძვირდა, ხელფასი გამოდის, რომ შემიმცირდა. რეალური შედეგი ისაა, რომ 7-8 წლის განმავლობაში ხელფასები გაიზარდა 17%-ით, წელიწადში, საშუალოდ 2%-ით“, – აღნიშნავს ეკონომისტი.

ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ნომინალური ხელფასი 1592 ლარს შეადგენს, რაც ინფლაციის გათვალისწინებით 1059 ლარია.

მსგავსი სიახლეები

შევთავაზეთ, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის განმავლობაში იმსჯელოს და შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია – გივი მიქანაძე

შევთავაზეთ, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის…

“შეხვედრაზე გვქონდა შეთავაზება, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო და თუნდაც ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმსჯელოს, ყველა პოზიცია…
ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს – სებ

ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს, (ჯამში 3.4 პპ-ით) – ამის…
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდა. მას ხელი 4 თებერვალს “ოცნების” მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა. კანონში ცვლილებები სრულად…