ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, თურქეთის მოქალაქის რ.კ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანისა და საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 102,97 გრამი) გამოვლინდა.
თურქეთის მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7 522.25 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, 7 522.25 ლარით დაჯარიმდა, ხოლო, საქართველოს მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 2900,74 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…